მომხდარს სამართალდამცველები "შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად" განიხილავენ.

პოლიციის ცნობით, აფეთქება ერთმა ადამიანმა განახორციელა, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა. ამჟამად სამართალდამცავები იმის დადგენაზე მუშაობენ, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ბარბაროსული აქტი" უწოდა, რომელიც ახალგაზრდებისა და ბავშვებისკენ იყო მიმართული.
კონცერტს ძირითადად თინეიჯერები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ, მშობლების უმრავლესობა კი მათ გარეთ ელოდებოდა.

მანჩესტერ არენას ადმინისტრაციის განცხადებით, აფეთქება არა უშუალოდ დარბაზში, არამედ ფოიეში, სალაროსთან მოხდა, მაშინ როცა კონცერტი დასრულდა და ხალხი გასასვლელისკენ მიემართებოდა.
მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, შეტყობინება ადგილობრივი დროით 22:35 საათზე შევიდა იმის თაობაზე, რომ აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ პანიკაში მყოფი ასეულობით მაყურებელი მანჩესტერის ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზს ტოვებდა.

იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ეს აფეთქება ტერაქტი იყო, მაშინ „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქება იქნება ყველაზე სისხლიანი ტერაქტი დიდ ბრიტანეთში 2005 წლის ლონდონი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა.

მანჩესტერში მომხდარ აფეთქებას უკვე გამოეხმაურნენ მსოფლიო ლიდერები. მათი უმრავლესობა მომხდარს ტერორისტულ აქტად მოიხსენიებს და დიდი ბრიტანეთს სამძიმარს უცხადებს .
აფეთქებას თვითერზე გამოეხმაურა კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო:
"კანადელები შოკირებული არიან მანჩესტერში საზარელი თავდასხმით. გახსოვდეთ, ტრაგედიის მსხვერპლი და მათი ოჯახის წევრები“ - განაცხადა ტრუდომ.
დედოფალ ელისაბედ მეორეს, ბრიტანელ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს საფრანგეთის, ჩინეთის, იაპონიის მექსიკის, საქართველოს ლიდერებმა.
მანჩესტერის აფეთქებას გამოეხმურა რუსეთის პრეზიდნეტი ვლადიმირ პუტინი და მზაობა გამოთქვ “ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ანტიტერორისტული თანამშრომლობის განვითარებისთვის, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ძალისხმევის ფარგლებში“.

„მტკიცედ ვგმობთ ამ ცინიკურ და არაადამიანურ დანაშაულს. ვიმედოვნებთ, რომ დანაშაულის შემკვეთები დამსახურებულ სასჯელს არ ასცდებიან“ - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






