ლონდონის “ვიქტორიას“ სარკინიგზო სადგურზე ამ წუთებში ევაკუაცია გამოცხადდა. სავარადოდ, სადგურზე საეჭვი პაკეტი შენიშნეს.
სამართალდამცავები დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ.
შეგახსენებთ, გუშინ, მანჩესტერ არენაზე პოპმომღერალ არიანა გრანდეს კონცერტზე აფეთქება მოხდა, რასაც ამჟამინდელი მონაცემებით 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები, დაშავებულთა რიცხვი 59-ს შეადგენს.
მომხდარს სამართალდამცველები შესაძლო ტერორისტულ თავდასხმად განიხილავენ.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს "ბარბაროსული აქტი" უწოდა, რომელიც ახალგარზდებისა და ბავშვებისკენ იყო მომართული, კონცერტზე დამსწრეთა ასაკის გათვალისწინებით. კონცერტს ძირითადად თინეიჯერები და ახალგზრდები ესწრებოდნენ.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომ აფეთქება ერთმა ადამიანმა მოაწყო და თავადაც დაიღუპა. ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ, ჰყავდა თუ არა მას თანამზრახველები.
იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა, რომ ეს აფეთქება ტერაქტი იყო, მაშინ „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარი აფეთქება იქნება ყველაზე სისხლიანი ტერაქტი დიდ ბრიტანეთში 2005 წლის ლონდონი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 50 ადამიანი ემსხვერპლა.
მანჩესტერის პოლიციის განცხადებით, შეტყობინება ადგილობრივი დროით 22:35 საათზე შევიდა, რომ აფეთქების ხმის გაგონების შემდეგ პანიკაში მყოფი ასეულობით მაყურებელი მანჩესტერის ცენტრში მდებარე საკონცერტო დარბაზს ტოვებდა. იმ მომენტისთვის „მანჩესტერ არენაზე“ დასასრულს უახლოვდებოდა ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი.
თვითმხილველების თქმით აფეთქების ხმა მაშინ გაისმა , როდესაც მომღერალმა საკონცერტო პროგრამა დაასრულა და მაყურებლები გასასვლელილსკენ გაემართნენ.
მასალის გამოყენების პირობები






