თავად მურად IV ოსმალეთის იმპერიის მე-17 სულთანი იყო და იმპერიას 1623-1640 წლებში მართავდა. ცნობილი იყო როგორც ავტორიტარი და დასჯის სასტიკი მეთოდების მქონე. გავრცელებული ცნობებით მისი პირადი მითითებით სხვადასხვა მონაცემებით 25 ათასამდე ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის მისი ძმებიც. მურად მეოთხე უკანასკნელი მეომარი სულთანი იყო, რომელიც ლაშქრობას ხელმძღვანელობდა და ჯარისკაცებთან ერთად ბრძოლის ველზე იმყოფებოდა. ის აგრეთვე სულეიმან დიდებულის შთამომავალ სულთანთაგან ერთადერთი იყო თავის უფროს ძმასთან, ოსმანთან ერთად, რომელიც ლაშქრობაში წავიდა. მისი ფიზიკური სიძლიერი ფენომენალური იყო, რომელიც დეტალურად აქვს აღწერილი ევლია ჩელების. იგი განსაკუთრებით ცნობილი იყო ჭიდაობით - რამდენიმე მოწინააღმდეგეს ერთდროულად ეჯიბრებოდა. მისი საყვარელი იარაღი იყო მშვილდი და დაშნის მაგვარი ხმალი. დღეს მისი საყვარელი იარაღების კოლექცია ინახება თოფქაფის სასახლის მუზეუმში. მურად IV-ე 27 წლის ასაკში ღვიძლის დაავადებით გარდაიცვალა.
მსახიობ მეთინ აკდულგერი პირადი ცხოვრების შესახებ მწირი ინფორმაციაა, უფრო მეტად ცნობილია მისი არასამსახიობო გატაცებები- მას უყვარს კრივი, თხილამურები, სერფინგი, ცურვა. ის საბრძოლო ხელოვნებასაც ფლობს. კარგად ისვრის იარაღიდან და პროფესიონალურ დონეზე იცის ინგლისური.
სერიალი "დიდებული საუკუნე-ქოსემი" ხილვა თურქული სერიალების მოყვარულებს ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში შეუძლია.
















მასალის გამოყენების პირობები






