თურქეთის ქალაქ იზმირის სასამართლომ მოქალაქე ალფარსლან ჩელიკს, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო 2015 წლის 24 ნოემბერს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მისი პილოტის მოკვლა, 5 წლით თავისუფლების აღკევთა მიუსაჯა, იარაღის უკანონო ტარების გამო.
აღნიშნული ბრალდებით ჩელიკი 18 თანამზრახველთან ერთად გაასამართლეს. ისინი გასული წლის 31 მარტს დააკავეს ერთერთ რესტორანში, და ჩხრეკის დროს ავტომატური იარაღი და ორი პისტოლეტი უპოვეს.
"სასამართლო არ იხილავდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას რუსი პილოტის, პეშკოვის საქმეში. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება," - განაცხადა ჩელიკის ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, პილოტმა და შტურმანმა კატაპულტირება მოახერხეს, მაგრამ მათ მიზიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც მფრინავი ოლეგ პეშკოვი დაიღუპა, ხოლო მისი შტურმანი გადარჩა.
თავიდან ჩელიკმა ეს საქმე თავის თავზე აიღო, თუმცა, დაპატიმრების შემდეგ იგი აცხადებდა, რომ არ უსვრია პიპოტის მიმართულებით, პირიქით, თავის თანამძრახველებს უბრძანა, რომ არ ესროლათ.
რუსეთის მხარე აცხადებს, რომ ჩელიკი ტერორისტული ორგანიზაცია "რუხი მგლების" წევრია.
მასალის გამოყენების პირობები






