ტრამპმა აეროპორტშივე გააჟღერა, თუ რა მისიითა ის ჩამოსული. მისი მიზანია რეგიონში "საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების დადება".
ბენიამინ ნათანიაჰუმ საპასუხო სიტყვაში აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვა, რომელიც მან ერ-რიადში წარმოსთქვა იყო ცხადი და ნათლად წარმოაჩენდა აშშ-ს რეალურ მიზანს - სამუდამოდ განდევნოს რეგიონიდან ტერორიზმი და ტერორისტული ორგანიზაციები.
"ისრაელი სამშვიდობო ხელს უწვდის ყველა ჩვენს მეზობელს, მათ შორიუს პალესტინელებსაც. მშვიდობა, რომელსაც ჩვენ მივესწრაფით, არის რეალური, რომელშიც ებრაული სახელმწიფო ყველას მიერ იქნება აღიარებული, რეგიონის უსაფრთხოება დაცული და ყველა სახის კონფლიქტი საბოლოოდ დასრულებული," - განაცხადა ნატანიაჰუმ.
მან იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ ტრამპი ისრაელში იმ ქვეყნიდან ჩამოვიდა, რომელთანაც ისრაელი დაპირისპირებულია და ეს პირველად განხორციელდა, "ვიმედოვნებ, რომ მოვა დრო, როდესაც ისრაელის პრემიერ მინიტრიც ასე პირდაპირი რეისით ჩაფრინდება ერ-რიადში," - დასძინა ნათანიაჰუმ.
მასალის გამოყენების პირობები






