ირანის იზოლაცია - ტრამპის რეალური საგარეო პოლიტიკა თუ საუდის არაბეთის გულის მოსაგები განცხადება
მსოფლიო - 12:44, 22 May, 2017     2715
საუდის არაბეთში ქალაქ ერ-რიადში არაბულ-ამერიკულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამიტზე დამსწრე მუსლიმურ ქვეყნებს ირანის იზოლაციისკენ მოუწოდა. მან თეირანი რელიგიათაშორის კონფლიქტის გაღვივებასა და ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

„ლიბანში, ერაყში, იემენში, ირანის თანხები და იარაღი მოძრაობს, ის ტერორისტების წვრთნის. რაც იწვევს ნგრევას და ქაოსს მთელ რეგიონში“- განაცხადა ტრამპმა.

აღნიშნული განცხადება სოციალურ ქსელში კრიტიკის საგანი გახდა, პოლიტიკოსებმა და უბრალო მოქალაქეებმა ტრამპს შეახსენეს, რომ ირანში, საუდის არაბეთისგან განსხვავებით, რამდენიმე დღის წინ, დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობის სრული უფლება ქალებსაც ჰქონდათ.

ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა შვედეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე კარლ ბილდტიც:

„ირანმა ხმა მისცა მსოფლიოსადმი გახსნილობას, ტრამპი კი მსოფლიოს ირანის იზოლაციისკენ მოუწოდებს. ევროპელები კი ირანთან ურთიერთობას ემხრობიან“- დაწერა ბილდტმა ტვიტერზე.

ტვიტერზე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფიც, რომელიც ირანსა და დიდ ექვსეულს შორის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ შეთანხმებაში ოფიციალურ თეირანს წარმოადგენდა. ზარიფმა ირონიული პოსტი დაწერა, რომელშიც კითხვას სვამს, ტრამპის განცხადება ნამდვილად მისი საგარეო პოლიტიკის ნაწილი იყო, თუ უბრალოდ საუდის არაბეთის „მოწველას“ ემსახურებოდა და მინიშნება ელ რიადსა და ვაშინგტონს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე გააკეთა, რომლის ღირებულებაც 480 მილიარდ დოლარზე მეტია.

„ირანი- ნამდვილი არჩევნებიდან ცოტა ხანში - დემოკრატიისა და ზომიერების ბასტიონიდან @POTUS-ის(პრეზიდენტი ტრამპი) მხრიდან თავდასხმის სამიზნე გახდა. ეს საგარეო პოლიტიკაა თუ საუდის არაბეთის 480 მილიარდი დოლარით მოწველა“- წერს ჯავად ზარიფი ტვიტერზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42