"ლაითი" სიგარეტები კიბოთი დაავადების რისკს ზრდის, თვლიან ამერიკელი მეცნიერები
ჯანმრთელობა - 12:47, 22 May, 2017     6408

ითვლება, რომ ე.წ. "ლაითი" სიგარეტები, სპეციალური ფილტრებით, უფრო ნაკლები ზიანის მომტანია ადამიანისთვის, ვიდრე ჩვეულებრივი. თუმცა, ოჰაიოს უნივერსიტეტის მკვლევარები თვლიან, რომ უკანასკნელ ათწლეულებში მათი პოპულარობის ზრდა ემთხვევა ადენოკარცენომით (ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმა) დაავადებულთა რაოდენობის ზრდას.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პერფორირებული ფილტრები არ ამცირებს მავნე ნივთიერებების რაოდენობას, არამედ უბრალოდ ჰაერთან აზავებს მათ.

მას შემდეგ, რაც თამბაქოს მავნებლობის გამო მსოფლიოში სიგარეტის მოწევისათვის თავის დანებება დაიწყეს, პარალელურად იზრდება ე.წ მსუბუქი სიგარეტებისადმი მოთხოვნილება.

ამავე დროს, ფილტვის კიბოთი დაავადებულთა რაოდენობის შემცირების ფონზე, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, იზრდება ადენოკარცენომით დაავადებულთა რიცხვი, რასაც ამერიკელი მკვლევარები ე.წ. მსუბუქი სიგარეტების პოპულარობის ზრდას უკავშირებენ.

"პერფორირებული ფილტრი არ ამცირებს მავნე ნივთიერებების რაოდენობას თამბაქოს ბოლში, ამასტან, მწეველი ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით, უფრო დიდ "ნაფაზს" აკეთებს, რის გამოც ფილტვებში მეტი რაოდენობის კარცენოგენები ხვდება. ასეთი ფილტრის მქონე სიგარეტში თამბაქო წვისას მეტ კარცენოგენს წარმოშობს, ხოლო ბოლი უფრო ღრმად აღწევს ფილტვებში," - აცხადებენ მკვლევარები.

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მწარმოებლებს აუკრძალეს სიგარეტის კოლოფზე სიტყვა "Light"-ის (მსუბუქი) დაბეჭდვა, მიუხედავად ამისა, ოჰაიოს უნივერსიტეტში თვლიან, რომ პერფორირებული ფილტრის გამოყენება საერთოდ უნდა აიკრძალოს.

შესაბამისად, ჩვეულებრივი სიგარეტიდან "ლაითზე" გადასვლას, სჯობია მოწევას საერთოდ დაანებოთ თავი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42