ტრამპი - ტერორიზმთან ბრძოლა არის სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა და არა რწმენათა შორის ბრძოლა
მსოფლიო - 16:28, 21 May, 2017     1740
აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა იმ საპროგრამო სიტყვის ნაწყვეტები, რომლითაც 21 მაისს, მოგვიანებით, დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქიდან მუსულმანურ სამყაროს მიამართავს.

სიტყვის ნაწყვეტების თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტი მოუწოდებს მუსულმანურ სამყაროს, რომ აუცილებელია მათ საერთაშორისო ტერორიზმთან ამერიკის შეერთებულ შტატებისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მხარდამხარ იბრძოლონ, რადგან ეს ბრძოლა არის არა რელიგიურ რწმენათა შორის ბრძოლა, არამედ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

"ჩვენ შეგვიძლია ეს ბოროტება დავამარცხოთ, თუ სიკეთის ყველა ძალა გაერთიანდება და გაძლიერდება, თუ ყველა თქვენგანი საკუთარ თავზე აიღებს ამ ბრძოლის ტვირთს," - ნათქვამია ტრამპის გამოსვლის ტექსტში.

აშშ-ს პრეზიდენტი ასევე აპირებს აღნიშნოს, რომ აშშ სულაც არ ცდილობს პრობლემები ძალის გამოყენებით გადაწყვიტო და არც რეგიონის ქვეყნები არ უნდა ელოდონ, რომ ეს პრობლემები მათი ძალისხმევის გარეშე გადაწყდება.

"ჩვენი პარტნიორობა უნდა დაეფუძნოს უსაფრთხოებას, რომელიც სტაბილურობით მიიღწევა და არა რადიკალურ ქმედებებსა და ნგრევას. იქ სადაც ეს მოხერხდება, ჩვენ განვახორციელებთ თანმიმდევრულ რეფორმებს და არა უცაბედ ჩარევებს," - აცხადებს ტრამპი.

ტრამპი ასევე მოუწოდებს მუსულმანურ ქვეყნებს, რომ ებრძოლონ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას, რადგან ექსტრემიზმი, ტერორიზმი სწორედ ამ სახის სულისკვეთებას ეფუძნება, რასაც შემდგომში უდანაშაულო მუსულმანების, ქალების, ებრაელებისა და ქრისტიანების დაჩაგვრა და დახოცვა მოსდევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42