აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ვიზიტის დროს ბომბსაფარ ნომერში გაჩერდება. ისრაელისა და აშშ-ს სპეცსამსახურები ტრამპის ვიზიტის დროს უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს მიმართავენ.
სასტუმრო King David-ში აშშ-ის პრეზიდენტი ტყვიაგაუმტარ, აფეთქებისა და გაზით მოწამვლისგან დაცულ ნომერში იცხოვრებს. „მთელი სასტუმროც რომ ააფეთქონ, ეს ნომერი არ დაზიანდება. შეიძლება ადამიანებმა მცირე ტრამვები მიიღონ, მაგრამ ცოცხლები დარჩებიან,“- განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა შელდონ რიტცმა. მისივე თქმით, ნომერს დაცული სავენტილაციო სისტემა აქვს.
დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს სასტუმროსთან სპეცტექნიკით აღჭურვილი ორი ავტობუსი განთავსდება, რომელიც მოსალოდნელ აფეთქებებს გაანეიტრალებს. სათვალთვალო კამერები საჰაერო ბურთებზე იქნება დამონტაჟებული. მიწისქვეშა კომუნიკაციების უსაფრთხოებას კი სპეციალური რობოტები დაიცავენ. აშშ-ის პრეზიდენტის უსაფრთოების დაცვისთვის ისრაელმა 10 ათასი პოლიციელი, სპეცსამსახურის თანამშრომლები და ვეტმფრენები ჩართო. პრეზიდენტის ოჯახისთვის განკუთვნილ საკვებს ამერიკელი და ისრაელელი სპეციალისტები ტესტერების საშუალებით შეამოწმებენ.
მასალის გამოყენების პირობები






