უჩვეულო ანტისხეული კიბოს დასამარცხელბლად - ამერიკელი მეცნიერების შემთხვევითი აღმოჩენა
ჯანმრთელობა - 14:59, 20 May, 2017     17098

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჩვეულო ანტისხეული, რომელიც ადამიანის იმუნურ უჯრედებს უერთდება და აიძულებს მათ რომ სიმსივნეს შუტიონ. ამის შესახებ მასალა ჟურნალ Science Immunology-შია გამოქვეყნებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ აღმოჩენა სრულიად შემთხვევით გაკეთდა.

"როგორც ნეირობიოლოგს, მე არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე გამოვაქვეყნებდი სტატიას, რომელიც სიმსივნის იმუნოთერაპიას შეეხებოდა. როდესაც ჩვენ ვსწავლობდით Т-უჯრედების გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც ხელს უშლიან აუტოიმუნურ დაავადებებს, ჩვენ დაგვებადა იდეა - თუ კიბო ერთგვარი ანტიპოდია ამ დარღვევების, ხომ არ შეგვიძლია ჩვენ "ჩავრთოთ" იმუნური სისტემა, იმის ნაცვლად, რომ "გამოვრთოთ ის?" - წერს ჰოვარდ უეინერი (Howard Weiner), რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში მუშაობს.

დღეს მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას, როგორც წესი ადვილად შეუძლია შეაჩეროს პირველადი სიმსივნე, უჯრედები, რომლებიც ამ სისტემის შიგნით იმყოფება. მას შემდეგ რაც სიმსივნური უჯრედები დამოუკიდებელი მოძრაობის უნარს იძენენ, ჩნდება მეტასტაზები, რომელთაც იმუნური სისტემა რაღც მიზეზების გამო ვერ ხედავს და არ ცდილობს მათ ჩახშობას.

მეორეს მხრივ იმუნური უჯრედები საკმაოდ იშვიათად ცდილობენ შეაღწიონ სიმსივნის შიგნით, რათა იგი შიგნიდან დაამარცხონ. ამის მიზეზებზე ამჟამად ექიმებში ფართო დისკუსია მიმდინარეობს. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ კიბოს უჯრედები გამოიმუშავებენ ერთგვარ "პანიკის სიგნალებს" რომელიც აიძულებს Т-უჯრედებს, იმუნიტეტის მთავარ "დირიჟორებს", შეაჩერონ სხვა იმუნური უჯრედები კიბოს უჯრედებზე თავდასხმისაგან.

უაინერის თქმით, მისი გუნდი რამდენიმე წელია მუშაობს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის თემაზე, რომელიც აუტოიმუნურ დაავადებას წარმოადგენს და მისი განვითარების დროს იმუნური უჯრედები ტვინის ნეირონებს უტევენ. უაინერი ცდილობდა შეექმნა ანტისხეული, რომელიც ამ უჯრედებს აიძულებდა უარი ეთქვათ ნეირონებზე თავდასხმაზე და მათ რეალური საფრთხის წნააღმდეგ ბრძოლისკენ გადართავდა.

მღრღნელებზე ჩატარებული ექსერიმენტებიდან გაირკვა, რომ ჯანმრთელი თაგვების ტვინში გაცილებით მეტი უჩვეულო Т-უჯრედები აღმოჩნდა, ვიდრე გაფანტული სკლეროზით დაავადებულებში. ამასთან, ამ Т-უჯრედების უმრავლესობა სწორედ სიმსივნურ უჯრედებში აღმოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ დაასკვნეს მეცნიერებმა, რომ Т-უჯრედები, რომლებიც ხელს უშლიან იმუნურ უჯრედებს, ნეირონებზე თავდასხმის განხორციელებას, ასევე აჩერებენ მათ კიბოს უჯრედებზე თავდასხმისაგან. მათ შეამოწმეს ეს იდეა ანტისხეულების მეშვეობით, რომლებიც მათ შექმნეს Т-უჯრედების ეფექტის გასანეიტრალებლად.

ამ ანტიუჯრედების იმუნურ უჯრედებში დამატებით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ იმუნური უჯრედების ანტისიმსივნური აქტიურობა გაცილებით გაძლიერდა.

შემდეგ მეცნიერებმა დაიწყეს შემოწმება, შეუწყობენ თუ არა ეს ანტისხეულები ხელს თაგვების სხეულში არსებული სიმსივნის დამარცხებას. მეცნიერებმა დაავადებული თაგვების სისხლში ანტისხეულები შეიყვანეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი აიძუილებდნენ იმუნურ უჯრედებს შეეღწიათ სიმსივნის შიგნით, რის გამოც მისი ზრდა შეფერხდა, ხოლო ხშირ შემთხვევაში საერთოდ შეჩერდა. ამგვარი რეაქცია აღინიშნებოდაერთდროულად რამდენიმე სიმისვნური დაავადებს დროს, კერძოდ, მელანომის, სწორი ნაწლავის კიბოსა და ტვინის სიმსივნის დროს. უფრო მეტიც, კიბოს უჯრედების თაგვებში განმეორებითი იმპლანტაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თაგვების ორგანმიზმმა გარკვეული იმუნიტეტი გამოიმუშავა კიბოს მიმართ და აქტიურად დაიცვა თავი სიმსივნისგან.

როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ აღმოჩენით უკვე დაინტერესდა კომპანია Tilos Therapeutics, რომელიც ხელს შეუწყობს უაინერის ჯგუფს ამ ანტისხეულების ადამიანის ორგანიზმთან ადაპტირებასა და შესაბამის კლინიკურ ექსპერიმენტების ჩაატრებაში. ეს პროცესი რამდენიმე წელს გასტანს, შესაბამისად არ არის ცნობილი, თუ როდის შესძლებენ მეცნიერები ანტისხეულის ბაზაზე შესაბამისი კიბოს საწინააღმდეგო წამლის შექმნას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42