FBI-ის უფროსის სამსახურიდან დათხოვნამ ზეწოლა შეამსუბუქა - ტრამპი რუსეთის ოფიციალურ პირებს
მსოფლიო - 09:17, 20 May, 2017     3486

BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებს უთხრა, რომ FBI-ის ხელმძღვანელის ჯეიმს კომის სამსახურიდან გათავისუფლებამ მის მიმართ არსებული „დიდი ზეწოლა“ შეამსუბუქა.

New York Times-ის ინფორმაციით კი ტრამპმა კომის „ნამდვილი გიჟი“ უწოდა.

„FBI-ის დირექტორი მე გავათავისუფლე სამსახურიდან. ის ნამდვილი გიჟი იყო. რუსეთის გამო დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოვჩნდი“, - უთხრა ტრამპმა რუსეთის ოფიციალურ პირებს.

ჯეიმს კომი ხელმძღვანელობდა გამოძიებას, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთსა და დონალდ ტრამპს შორის შესაძლო კავშირს იკვლევს.

თეთრმა სახლმა New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ უარყო, თუმცა პრესმდივანმა შონ სპაისერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ძირს უთხრის ეროვნულ უსაფრთხოებას.

„რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებული გამოძიების პოლიტიზებით ჯეიმს კომიმ ზეწოლა მოახდინა აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების წარმოების შესაძლებლობებზე. აშშ-ის პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა რუსეთთან შეთანხმებების მიღწევის მნიშვნელობას იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება სირიას, უკრაინას, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

გამოძიება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეალურად, ასეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირად და ძალიან მაღალ დონეზე წარმართული დიალოგის დეტალებს, ძირს უთხრის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა შონ სპაისერმა.

BBC-ის ცნობით, ჩანაწერი გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, როდესაც თეთრ სახლში დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის ელჩი სერგეი კისლიაკი მიიღო.

დონალდ ტრამპმა რუსეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, FBI-ის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42