10 სცენა, რომელსაც ყველა რომანტიკულ კომედიაში შეხვდებით (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 15:18, 20 Jan, 2018     9347
რომანტიკული კომედია - კინოს ის ჟანრია, რომლის სცენარის დეტალები შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ.


დაგვეთანხმებით, არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელსაც აუცილებლად შეხვდებით რომანტიკულ კომედიაში.

მაშ ასე:





1. კოცნა წვიმაში - წვიმაში, ქარში, სიცივეში , კოცნა რომანტიკული კომედიების აუცილებელი დეტალია.

2. გაქცევა აეროპორტში - რატომღაც ბოლო წამს ახსენდება, რომ მისი ცხოვრების სიყვარულს ვერ შეელევა, რომელმაც სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში გადაწყვიტა წასვლა. ფილმის გმირიც გარბის აეროპორტში. არადა შეუძლია უბრალოდ დაურეკოს, მისწეროს, ან უბრალოდ შემდეგ რეისზე ბილეთის ყიდვაზე იზრუნოს.

3. საკუთარი ქორწილიდან გაქცევა - საქორწილო ცერემონიის დროს, აი, ზუსტად მაშინ წყვილმა ერთმანეთს მარადიული სიყვარული რომ უნდა შეჰფიცოს, ერთ-ერთი გმირი, ძირითადად ქალი, დაფიქრდება, მართლა უყვარს თუ არა მისი მომავალი მეორე ნახევარი და თუკი მიხვდება რომ არა, მარტივი გამოსავალი ქორწილიდან გაქცევაა. ასე რომ, Run Baby, Run!

4. ქორწილის ჩაშლა - ოოო, ყველაზე საინტერესო მომენტი. მაშინ, როდესაც მღვდელი დაასრულებს ფრაზას „ თუკი ვინმე არის წინააღმდეგი ამ კავშირის, თქვას ახლა ან გაჩუმდეს სამუდამოდ“, გამოჩნდება შეყვარებული მამაკაცი ან ქალი და საკუთარ სიყვარულს გრძნობებში გამოუტყდება, თითქოს ადრე ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. მერე დიდხანს გაჩუმდება, გაირინდება მთელი ეკლესია და იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად.

5. სიყვარულის ახსნა საჯაროდ - ფილმებში, გაბრაზებული გოგოს შემორიგება ბიჭს სიყვარულის საჯაროდ ახსნით გარანტირებული აქვს. შემდეგ გოგოს ყველაფერი ავიწყდება და არიან ბედნიერები.

6. ფილმის გმირები მუდმივად კამათობენ, შემდეგ კი ერთმანეთი შეუყვარდებათ - თუკი ფილმის გმირები ერთმანეთს უხეშად მიმართავნე და მუდმივად კამათის რეჟიმში კონტაქტობენ, უკვე შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ფილმის ბოლოს ქორწილი გველის, მინიმუმ ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებიან.

7. კოცნა, რომელშიც ხელი შეუშალეს - როგორც იქნა წყვილი ერთმანეთისთვის კოცნას გადაწყვეტს, თუმცა სავარაუდოდ, მეგობრები, ტელეფონი თუ კარის გაჯახუნება ამაში ხელს შეუშლის. მეორედ მცდელობა რატომრაც არ აფიქრდებათ.

8. ის ბაბნიკია, მაგრამ არ ჰგავს სხვას - რომანტიკულ კომედიებში ხშირად „ცუდი ბიჭს“ ფილმის მთავარი გმირი შეუყვარდება ,თუმცა უარს არც სხვა ქალებზე ამბობს. თუმცა, ადრე თუ გვიან აღმოაჩენს, რომ ის მისი ერთადერთი სიყვარულია და ბლა , ბლა, ბლა...


9. საუკეთესო მეგობრებს ერთმანეთი შეუყვარდებათ - ფილმის გმირები საუკეთესო მეგობრები არიან, ერთმანეთის სასიყვარული ურთიერთობებსაც გულშემატკივრობ, თუმცა რაღაც დროს აღმოაჩენენ, რომ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. აი, როდის მოხდა ეს შეყვარება, ვერ ერთი ხსნის და ვერც მეორე.

10. და მისი აღმატებულება ფრაზები, რა თქმა უნდა :
  • მთელი ცხოვრება გელოდი;
  • მთელი ცხოვრება შენ გეძებდი;
  • ხელი ჩამკიდე და არასოდეს გამიშვა
  • გრძნობ ჩემი გულის ფეთქვას? ის შენ გამოა ასე
გავჩერდი, მეშინია, რამე არ გამომრჩეს.

თუმცა, ფაქტია, კარგად გადაღებული რომანტიკული კომედია დიდხანს რჩება ჩვენს მეხსიერებაში და კარგ განწყობაზეც გვაყენებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42