აღსანიშნავია, რომ საქართველოს სარეალიზაციო ქსელში Rowe-ს პროდუქცია 2017 წლის აპრილის თვიდან გამოჩნდა და გასული 2 თვის განმავლობაში ძირითადად მიმდინარეობს ბრენდის სტანდარტიზაციის, ხარისხის დაცვისა და კონტროლის მექანიზმების დანერგვის სამუშაოები, რაც გულისხმობს სარეალიზაციო ქსელის წარმომადგენელთა, მომსახურე პერსონალისა და გაყიდვების ჯგუფის ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
საავტომობილო ზეთებისა და საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებელი კომპანია Rowe დაარსდა გერმანიაში 1995 წელს, დღეისათვის ბრენდი წარმოდგენილია მსხვილი საავტომობილო სერვისებითა და სარეალიზაციო ობიექტებით მსოფლიოს 68 ქვეყანაში და მათ შორის უკვე საქართველოში. ბრენდი თანამშრომლობს და სერვისს უწევს ისეთ საავტომობილო მეგა-ბრენდებს, როგორიცაა მერსედეს-ბენცი, BMW და ფოლქსვაგენი.
ნიშანდობლივია, რომ Rowe-ს პროდუქტის წარმოება ხდება მხოლოდ გერმანიაში არსებულ ორ უმსხვილეს ქარხანაში, რომლებიც მდებარეობს ქალაქ ვორმსსა და ბუბენჰაიმში. Rowe-ს სამარკო ნიშნით დღეისათვის იწარმოება 15-მდე მიმართულების 80-ზე მეტი სახეობის პროდუქტი, მათ შორის: ძრავის ზეთები, საავტომობილო და მანქანა-დანადგარების საცხებ-საპოხი მასალები, სამუხრუჭე სითხე, ანტიფრიზი, ქიმიური საწმენდი სითხეები და ხსნარები, ჰიდრავლიკური სითხეები, სამრეწველო მანქანა დანადგარების საცხებ-საპოხი მასალები, ბიოლოგიური საცხებ-საპოხი მასალები, კვების მრეწველობის ტექნიკა-დანადგარების საზეთი და საცხებ-საპოხი მასალები, კონსისტენტური საცხებ-საპოხი მასალები; შესაბამისად Rowe-ს პროდუქტს იყენებს - საავტომობილო სფერო, გემთმშენებლობა, მძიმე სამრეწველო და საბრძოლო ტექნიკის საწარმოები, საწარმოო ტექნიკა დანადგარების მქონე ფაბრიკა-ქარხნები, ავიაცია და მრავალი სხვა.
Rowe-ს პროდუქციის შეძენა და ზეთის შეცვლის სერვისის მიღება, ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია თბილისში, კახეთში, გორში ქუთაისსა და ზუგდიდში.
მასალის გამოყენების პირობები






