შპს “ჯორჯიან მანგანეზის” ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:11, 19 May, 2017     1844
ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს. შესაბამისად, კომპანია "ჯი ეი ეის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია შპს. „ჯორჯიან მანგანეზში“ კომპიუტერული სისტემების მწყობრიდან გამოსვლასთან და საწარმოს პარალიზებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

შპს “ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, კომპანიაში განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის აღმოფხვრაც ახალმა მენეჯმენტმა მყისიერად და დროულად შეძლო. აღნიშნული ფაქტის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის სრულფასოვნად მუშაობას საფრთხე არ შექმნია. კომპანიაზე განხორციელებული სავარაუდო კიბერშეტევის გამოსაძიებლად, “ჯორჯიან მანგანეზმა” შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს უკვე მიმართა.

შპს “ჯორჯიან მანგანეზი“ თვლის, რომ კომპანია "ჯი ეი ეი" შეგნებულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს მიმართავს, დაინტერესდეს კომპანია "ჯი ეი ეის" მხრიდან ახალი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა. უწყების ცნობით, კომპანია, რომელიც წლებია, ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებასა და გადამუშავებას, საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით აგრძელებს. როგორც მდინარის, ასევე, ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით, არათუ გამოასწორა კომპანიამ საქმიანობა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის.

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, სადაც გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეტაპობრივი ღონისძიებები იქნება განსაზღვრული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42