დავით საგანელიძე ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია Sinosure -ს მმართველებს შეხვდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:14, 19 May, 2017     956
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაცია Sinosure -ს თავმჯდომარეს Wang Yi შეხვდა. შეხვედრას ჩინური მხრიდან კორპორაციის ვიცეპრეზიდენტები, აღმასრულებელი დირექორი და მმართველი გუნდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure - ში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში ექსპორტის სააგენტოს დაფუძნების საკითხსაც. ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციამ საპარტნიორო ფონდს ამ მიმართულებით რეკომენდაციების გაწევისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის ოფიციალური შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

„საპარტნიორო ფონდსა“ და Sinosure - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი საქართველოში მოეწერება. შეხვედრაზე ამ მიზნით ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ვიზიტი დაიგეგმა. ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure საპარტნიორო ფონდის პარტნიორი ჩინური კომპანიების ბიზნესებს დააზღვევს.

ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების დაზღვევის სახელმწიფო კორპორაცია Sinosure მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. 230-ზე მეტ ბანკთან თანამშრომლობს და 70.000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ბოლო 6 წლის განმავლობაში კომპანია ბიზნესის დაზღვევის მხრივ ჩინეთში პირველ ადგილს იკავებს. Sinosure პარტნიორ კომპანიებს სავაჭრო, სამრეწველო, ფისკალური და ფინანსური პოლიტიკის წარმოებასა და ასევე, ექსპორტის დაზღვევის ინსტრუმენტების განვითარებაში უწყობს ხელს.

„საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემდეგ საქმიან შეხვედრებს სინგაპურში განაგრძობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42