საპარტნიორო ფონდმა და “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა” საქართველოში ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:15, 19 May, 2017     1176
“ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფმა” „საპარტნიორო ფონდთან“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამა დაიწყო. პროგრამის პრეზენტაცია სამეგრელოს რაიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში შედგა.

სასწავლო პროგრამის პრეზენტაციაში მონაწილეობა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იურა ნოზაძემ, “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგურმა ჯგუფის”დამფუძნებლემა, ქართული ჩაის ქარხანა LAZI-ისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. სწავლების მიზანია, მაღალი ხარისხის ჩაის გადამუშავების და მექანიზირებული ოპერირების ტექნოლოგიების გაცნობა.

ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500.000 დოლარს შეადგენს რამდენიმე ნაწილისგან შედგება და სასწავლო პროგრამას, ჩაის პლანტაციის გაშენებას, ჩაის მრეწველობის გაძლიერებას და ეკოტურიზმის განვითარებას მოიცავს.

საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამის მონაწილეებს პრეზენტაციაზე სიტყვით საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავამ მიმართა; „ჩვენს ქვეყანას ჩაის მასშტაბური განვითარებისა და მისი მრეწველობისთვის საუკეთესო პირობები გაააჩნია და რაც მთავარია, აზიის და ევროპის ბაზრებზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა აქვს. საპარტნიორო ფონდისა და “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფის” ერთობლივ პროექტით, საქართველოში შეიქმნება ჩაის ინდუსტრიულ-კომერციული და კულტურულ-ტურისტული კომპლექსური პროექტი, რომელიც საქართველოში ჩაის პლანტაციების აღდგენას, სასოფლო-სამეურნეო მიწის ეფექტურ გამოყენებას, ჩაის წარმადობის, ხარისხის ამაღლებას და რეგიონებში დასაქმებას შეუწყობს ხელს.“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნათია თურნავა.

საქართველოში მაღალხარისხიანი ჩაის დამზადების სასწავლო პროგრამის პრეზენტაციის ფარგლებში ჩინურმა მხარემ სოფლის მეურმეობის სამინიტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორამდუმი გააფორმა, რომელიც ჩაის მრეწველობის სამეცნიერო კვლევებს, საერთო პროექტების შემუშავებას, ჩაის სადემონსტრაციო პლანტაციების შექმნას, ახალი ჩაის პლანტაციების გაშენებას და არსებულის რეაბილიტაციას, ჩაის ხარისხის გაუმჯობესებას და საერთო ძალებით მუშაობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი თბილისში, გასული წლის 11 მაისს საპარტნიორო ფონდს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩინურ კომპანიებს Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd, შორის გაფორმდა. “ჰანთანგიუანის საერთაშორისო ჰოლდინგური ჯგუფი” საქართველოში კომპანია Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd-ის მიერ არის დაფუძნებული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42