ნატალი პორტმანი მშობიარობის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.
მსახიობი “მის დიორის” ახალი არომატის პრეზენტაციაზე მეუღლესთან, ბენჟამენ მილპიესთან ერთად მივიდა.
სპეციალურად ღონისძიებისთვის მან “დიორის” მუქი ლურჯი ხავერდის კაბა შეარჩია.
შეგახსენებთ, რომ ნატალი “მის დიორის” სახე 2010 წლიდან არის.
ჰოლივუდის ვარსკვლავი, 35 წლის მსახიობი ნატალი პორტმანი მეორე შვილის დედა ცოტა ხნის წინ გახდა.
ნატალისა და მის 39 წლის მეუღლეს, ბენჟამენ მილპიეს გოგონა 22 თებერვალს შეეძინათ.
ეს პორტმანის და მილიპიეს მეორე შვილია. მსახიობმა 2011 წელს პირველი ვაჟი, ალეფი გააჩინა.
პორტმანმა და ქორეოგრაფმა მილიპიემ ერთმანეთი დარენ არონოფსკის ფილმის "შავი გედის" გადაღებებზე გაიცვნეს, რომელშიც პორტმანი ბალერინას თამაშობდა, მილიპიე კი ქორეოგრაფიულ სცნებს დგამდა. ამ როლისთვის მსახიობმა პირველი "ოსკარი" მიიღო.




მასალის გამოყენების პირობები






