განცხადებას "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენი აზრით, შესაძლებელია ითქვას, რომ ჯოზეფ კეი არის ადამიანი, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებისთანავე გაყალბებული დოკუმენტებით სცადა ოჯახის ქონების ხელში ჩაგდება და ამას ის აკეთებდა ძველი ხელისუფლების აქტიური მხარდაჭერით.
საზოგადოებას ახსოვს, 2008 წლიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში როგორ მოქმედებდნენ კეი და იმდროინდელი ხელისუფლება პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ, რის სანაცვლოდაც ამ ე.წ ბიზნესმენის გამოყენებით ხელისუფლება აკონტროლებდა ტელეკომპანია "იმედს" და იყენებდა მას პროპაგანდის იარაღად. ამასვე ადასტურებს ჯოზეფ კეიც თავისსავე განცხადებებში.
ჩვენთვის უცნობია მასსა და ყოფილი ხელისუფლების წევრებს შორის კიდევ სხვა რა ბინძურ გარიგებებს ჰქონდა ადგილი და ამ კითხვებს, ჩვენი ღრმა რწმენით, ობიექტური გამოძიება გასცემს პასუხს.
მასალის გამოყენების პირობები






