ABCnews-ი წერს, სამედიცინო ექსპერტიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა კონცერტის შემდეგ, დეტროიტის სასტუმროს სააბაზანოში თავი ჩამოიხრჩო.
მანამ, დეტროიტულმა გამოცემამ დაწერა, რომ მუსიკოსი "კისერზე შემოხვეული თოკით" იპოვეს.
52 წლის ქრის კორნერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. მისი აგენტის განცხადებით, მომღერალი ტურნეში იმყოფებოდა, მისი გარდაცვალება ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის „მოულოდნელი და უცაბედი“ იყო.
გარდაცვალებამდე ერთი საათით ადრე კი Soundgarden-თან ერთად კონცერტი გამართა სწორედ , Soundgarden-ში დაიწყო მისი მუსიკალური კარიერა.
ქრის კორნელმა პოპულარულობა როკ ჯგუფ Soundgarden-ის წევრობით მოიპოვა, 1997 წელს ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერა დაიწყო, შემდეგ კი Audioslave-ის წევრი იყო.
სოლო კარიერის განმავლობაში კი აქვს გამოცემული 5 ალბომი. ქრის კორნელს პოპულარობა ასევე მოუტანა ჯეიმს ბონდზე შექმნილი ფილმის საუნდტრეკმა - “You Know My Name”. იყო ოქროს გლობუსის ნომინანტი და გრემის ორი ჯილდოს მფლობელი.
მასალის გამოყენების პირობები






