საპარტნიორო ფონდი აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის გაერთიანების წევრი გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:36, 18 May, 2017     1297
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ფონდის დელეგაციამ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც პეკინში „ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა უკრაინის, სლოვაკეთის, ინგლისის, სერბეთის, პოლონეთის, მონტენეგროს, საბერძნეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიების ფარგლებში „საპარტნიორო ფონდი“ აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ლიუ ჟიანმა პალატის გაერთიანების წევრად ოფიციალურად გამოაცხადა და ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დავით საგანელიძეს სერთიფიკატი საზეიმო ვითარებაში გადასცა.

აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ლიუ ძიან ჭუნმა თვის გამოსვლაში საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობისა და იმ პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, რომლებიც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გამყარებას და „აბრეშუმის გზისა“ და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ სტრატეგიული პროექტების განვითარებას შეუწყობს ხელს.

ფონდის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინურ Zeustar Construction Holdings -ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ლოჯისტიკური პროექტების, ტრანსპორტირებისა და უძრავი ქონების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

„საპარტნიორო ფონდის“ ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ფონდის დელეგაციის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენელი ცისია ფანჩვიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42