თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის შთამბეჭდავი ფოტოები, რომელთა ნახვის შემდეგაც მოწევა აღარ მოგინდებათ
ეს საინტერესოა - 16:47, 18 May, 2017     14521

თამბაქო - მცენარე, რომელიც დღეისათვის უდიდესი ბიზნესის ძირითადი „ინგრედიენტია“. ჩვენი წინაპრები თამბაქოს მოყვანის შემდეგ, მცენარეს ახმობდნენ და შემდეგ ჩიბუხის გამოყენებით სუფთა თუთუნს ეწეოდნენ, ალბათ ბევრ მკითხველს გაახსენდება ბაბუა, რომელიც საკუთარი ხელით მოყვანილ თამბაქოს გამხმარ ფურცლებს ჭრიდა და თეთრ ქაღალდში ახვევდა.

სიგარეტი - ძირითადი შემადგენლობა: კუპრი, ნიკოტინი და მხუთავი აირი. სიგარეტის „დემონური ზემოქმედების“ შესაძლებლობაზე თითოეულ ჩვენგანს ბავშვობიდან ჩაესმის, თუ რამდენი დაავადების გამოწვევა შეუძლია მას და რამდენად უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, „სიგარეტი ნელი თვითმკვლელობაა“ ალბათ ესეც არა ერთხელ გაგიგიათ.

ფილტვებისა და პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადებები, კბილების დაზიანება, სუნთქვის უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ანომალიების გამოწვევა, არასასიამოვნო გემო და სუნი პირის ღრუში, არასასიამოვნო სუნი სამოსზე, თმაზე და რაც მთავარია, ზიანის მოტანა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ გარშემომყოფთათვისაც, ანუ პასიური მწეველებისთვისაც.

მიუხედავად ამ უარყოფითი ფაქტორისა, მწეველთა ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდია.

თამბაქოს მწეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა სერბეთში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და რუსეთში ფიქსირდება.

სიგარეტის შეძენა განსაკუთრებით ძვირი დაგიჯდებთ ნორვეგიაში, ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთში.

შესაბამისმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ მაშინ, როდესაც მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მწეველთა რაოდენობა იკლებს, ეს მაჩვენებელი განვითარებად ქვეყნებში იმატებს, სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება საქართველოც.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების თანახმად, თამბაქოს მოხმარება ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანის სიკვდილს იწვევს. ამ მაჩვენებლიდან 6 მილიონი ადამიანი უშუალოდ მწეველია, 890 ათასი კი პასიური მწეველი.

მილიარდზე მეტი მწეველი ცხოვრობს განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში.

ეს კი საგანგაშო მაჩვენებელია. სწორედ ამიტომ, თამბაქოს ანტი-კამპანიის არა ერთ საშუალებას მიმართავენ მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული საშუალება არის ანტიკამპანიის ამსახველი ფოტომასალა, „ნიუპოსტი“ რამდენიმე მათგანს გთავაზობთ.

აკოცე ჩემს ფერფლს

ანტითამბაქოს ასანთი

არამწეველთა სექცია

ბუშტები

დაანებე მოწევას თავი, სანამ გვიანი არ არის

დაკრძალვა

თუ აანთებ მოკვდები

თუ მწეველი ხარ, სტატისტიკურად თვენი ისტორია 15%-ით ადრე დასრულდება, ვიდრე უნდა დასრულდეს

იტვირთება კიბო

კიბო კურნავს მწეველობას

მოწევა არ არის მხოლოდ სუიციდი, ის მკვლელობაა

მოწევა კლავს

მოწევა ნიშნავს იმას, რომ იყოს სიგარეტზე დამოკიდებული

მოწევის გამო, შესაძლოა საუბარი ვეღარ შეძლოთ

მწეველების ფილტვები

მწეველი და პასიური მწეველი

პასიური მწეველი

როგორც დედა

საწყალი მოცურავეები

სიგარეტი იწვევს სიბერეს

მწეველი დედა შვილს მხოლოდ რძეს არ აჭმევს

სიკვდილის საწოლი

თამბაქოს კბილები

ფილტვების-პონგი

შიგნიდან გარეთ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42