კახეთის რეგიონში გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების ორი პუნქტი ამოქმედდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:20, 18 May, 2017     1881
კახეთის რეგიონში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების პუნქტები ამოქმედდა. ბიოუსაფრთხოების პუნქტები სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შიოლაშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

„თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი ბიოუსაფრთხოების პუნქტები ხელს შეუწყობს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, რაც დადებითად აისახება მეცხოველეობის დარგის განვითარებასა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალზე”, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვისთვის განკუთვნილი პუნქტები სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც ფუნქციონირებს პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში, საშუალოდ, 3000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი, რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინსექციო საშუალებებით ხორციელდება. ბიოუსაფრთხოების პუნქტები ცხოველთა მეპატრონეებს უსასყიდლოდ ემსახურება, ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარებას კი სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ზედამხედველობენ.

საქართველოში უკვე ფუნქციონირებს ცხოველთა გადასარეკი ტრასის ბიოუსაფრთხოების 4 პუნქტი რუსთავში, მარნეულში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში. ანალოგიური პუნქტის გახსნა იგეგმება ყვარელშიც. ქვეყნის მასშტაბით სულ ბიოუსაფრთხოების 8 პუნქტი მოეწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42