ევროკომისიამ Facebook-ი $122 მილიონით დააჯარიმა
მსოფლიო - 12:56, 18 May, 2017     4007

ევროკომისიამ Facebook-ი $122 მილიონით დააჯარიმა, რისი მიზეზიც Whatsapp-ის შესყიდვის დროს, სხვადასხვა ევროპული სტრუქტურებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება გახდა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის სიგნალი კოპმანიებისთვსი, რომ მათ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წესები, მათ შორის ვალდებულები არიან უზრუნველყონ სწორი ინფორმაციის მიწოდება კონკრეტული სტრუქტურებისთვის“ - ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

2014 წელს, ფეისბუქმა უარყო, რომ Whatsapp-ისა და სოციალური ქსელის ანგარიშები ერთმანეთს ავტომატურად დაუკავშირდებოდა და მათ შორის მომხმარებლების ინფორმაციის მიმოცვლა განხორციელდებოდა. ამ განცხადების საფუძველზე, კომისიას კომპანიის მიერ WhatsApp-ის ყიდვაზე თანხმობა განაცხადა, რადგან ეს საფრთხეს არ უქმნიდა კონკურენციის პრინციპს სოციალურ ქსელებში.

თუმცა, 2016 წლის სექტემბერში WhatsApp-მა მომსახურების პირობებისა და კონფდენციალურობის პოლიტიკის განახლების შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც მომხმარებლებს , რომელთაც WhatsApp-ის გამოყენება სურდათ, იძულებულები იყვნენ თავიანთი ინფორმაცია, მაგალითად ტელეფონის ნომერი, ფეისბუკ ექაუნთისთვის გაეზიარებინათ.

აღნიშნულის შესახებ, 2016 წელს კომისიამ გამოძიება დაიწყო და აღმოჩნდა, რომ კომპნიამ ყალბი დოკუმენტები წარადგინა, კერძოდ, 2014 წელსვე არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფეისბუკისა და WhatsApp-ის ანგარიშების მსგავსი დაკავშირების ტექნიკური შესაძლებლობა არსებობდა, თუმცა კომპანიამ ეს დამალა.

გასული წლის ოქტომბეში, ფეისბუკმა დროებით შეაჩერა WhatsApp-ის მომხმარებლების მონაცემების შეგროვება, ევროკავშრის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს მოთხოვნით.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42