ჰიპების კომუნა : "იქნებ არაფერი გააჩნიათ მაგრამ თან ყველაფერი აქვთ რაც სჭირდებათ"
ეს საინტერესოა - 10:45, 18 May, 2017     1987

ირაკლი გუჯაბიძე პროფესიით მთამსვლელია, ამჟამად კი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს ავტოსტოპის, კარვის და გზად გაცნობილი ადამიანების იმედად.


საინტერესო მოგზაურობის შესახებ ისტორიებს კი ფეისბუკზე წერს, ამრიგად მასთან ერთად მსოფლიოს გარშემო ვირტუალურად მოგზარობს ის 8 ათასზე მეტი ადამიანიც, რომელსაც ფეისბუკგვერდი Planet 360 აქვს მოწონებული.

ირაკლის, ფეისბუკზე ჩვენც დავემგზავრებით და პერიოდულად, შემოგთავაზებთ მის საინტერესო ისტორიებს.

ახლა კი, ირაკლის ერთ-ერთ ჩანახატს გთავაზოთ.

"ჰიპების კომუნა

ჰიმალაის ფერდობზე ბოლო სოფლიდან 3-4 საათის სავალზე, 60-70 კაციან ჰიპების პატარა დასახლებაში, სულ 4 ტელეფონი იჭერს. ისიც ძირითადად ბანაკის თავზე, მზის ჩასვლის გორაკზე. მარტო ბილაინი იჭერს ბანაკშივე, პირდაპირ ჩემ კარავში. არ ვიცი როგორ მოახერხეს ეგეთი როუმინგის გამართვა. მარა ფაქტია მუშაობს.
ბანაკი ტყიან ფერდზე პატარა მოშიშვლებულ მინდორზეა გაფენილი. წრის ფორმის ტაფობს ცალი მხრიდან დიდი ფერდი და თოვლიანი მთა ადგას. ქვედა მხარეს კი უზარმაზარი ხეობების გადაღმა, ყოველი წვიმის მერე იცვლის ფერებს ჰიმალაის დაკბილული ქედი. ხან თავებს გაითეთრებს, ხან უფრო მეტ კლდეს გამოაჩსნს, ხან კი ფიქრებში იძირება და არ ჩანს.
მინდორს გარშემო, უზარმაზარ ნაძვებში სევდიანად იმალებიან, მეხისგან დამწვარი, შუაზე გახლეჩილი ან სულაც ძირიანად მოგლეჯილი ხეები, მართალც განსაკუთრებული ენერგიის და მდებარეობის ადგილია. აქ ყვარებია ცასაც აქ განმუხტვა და ენერგიის გაცვლა.
მსგავს კომუნაში შარშანაც მომიწია ცხოვრება, ერთი წელია ვერ დავალაგე თავში ტექსტი, როგორ შეიძლება აქაურობის სრულად გადმოცემა სანამ შენით არ იცხოვრებ. ალბათ შეუძლებელია ეგ...თან ფოტოების გადაღება და საერთოდ რამე ტექნიკის გამოჩენა დიდ უზრდელობად ითვლება.

ერთმანეთს ოჯახის წევრებს ვუძახით და შეგრძნებაც ზუსტად იგივეა.
პირველად რო მოდიხარ ყველა ერთხმად ან ცალცალკე ყვირის, ველქამ ჰოუმ და დიდი ხნის უნახავი ძმასავით გიხუტებს. ჯერ იბნევი მაგრამ 15-20 წუთში მართლა სახლში გრძნობ თავს.
წესები არარსებობს, ერთადერთი ალკოჰოლი, მძიმე ნარკოტიკი და სხვისი შეწუხება არ მოსულა. სიწყნარეა და შენით შეგიძლია აირჩიო რას იზამ, თუ გინდა მზის ამოსვლის გორაზე მედიტაციაში შეურთდები, აქაურ პატარა შამანებს. თუ გინდა იქვე ვიღაცა წყაროსთან იოგას ასწავლის და გაუხარდებათ თუ დაინტერესდები შენც. სამზარეულოში თუ წაიმუშავებ, უამრავ კერძს ისწავლი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ზოგჯერ შეგიძლია სოკო, ველური ხახვი და ნიორი ან სხვა საკვების შეგროვებაზე გაყვე მცოდნეებს.

დღეში სამჯერ ცეცხლის გარშემო წრეზე ვიკრიბებით, ყველა ერთად იკვებება. ცალკე ერთ ლუკმასაც არავინ გადამალავს. ყველაფერი იყოფა და შეარდება.
საოცარი რიტუალი ხდება აწ ყველა ჭამის წინ, მთავარი (დედა) ცეცხლის გარშემო.. ძველი ჰიპების სიმღერებში არეული მანტრები მადლობას უხდიან მზე მიწას , ტყეს და მთელ სამყაროს. მერე ერთმანეთსაც, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საკვების ყიდვა, მოტანა, მომზადებაში, ან უბრალოდ სითბო გასცა დღეს და საერთოდ სიყვარულის და ზრუნვის გაზიარებაზე დგას ეს კომუნა, რომელიც ათწლეულები არსებობს და სხვადასხვა ქვეყნებში ახალი მთვარიდან მეორე ახალ მთვარამდე, ასე ერთ ოჯახად იხიზნებიან ტყეში. ოჯახი მთელ პლანეტას მოიცავს და არ აქვს მნიშვნელობა ინდოეთში ხარ თუ სამხრეთ ამერიკაში. ყველგან ერთნაირად უხარიათ შენი ნახვა, შენი ოჯახში დაბრუნება.
აქ არარსებიბს რელიგია და პოლიტიკა, არც საზღვრები და ქვეყნები. ყველა ერთია და არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ჩვენს ენაში თავიდანვე ქვია “დედა” მიწა, არსებობს ცა რომელიც თავზე გვადგას, ღამე ათას თვალებს რო ანთებს და დაგყურებს. არსებობს მდინარეები და ტყეები და ადამიანები რომლებიც ცდილობენ ერთმანეთს და გარემოს გაუფრთხილდნენ.

ინდენ სითბოს იღებ ოჯახის წევრებისგან, რო არ გასკდე შუაზე შენც მალევე იწყებ გაცემას.
დილა ღიმილით იწყება, ზოგს გუშინს მერე ისე მოენატრე მოირბენენ და ჩაგიხუტებ ხოლმე. ზოგწყალოდან წყალი წამოგიყოლა.

რეალურად შეგიძლია მთელი დღე კარავში იკოტრიალო ან მთელი დღე საქმე აკეთო, გააჩნია როგორ განწყობაზე ხარ.
ვახშმის მერე ჯადოსნურ ქუდს ჩამოატარებენ, ვისაც რა გააჩნია შიგნით ჩაყრის. ზოგი ფულს, ზოგი უბრალოდ კოცნას ან ზოგიც კამფეტს და სიგარეტს. ეს ერთადერთი მომენტია როცა ცივილიზაციის
ერთი დიდი ჭანჭიკი გეჩითება ოჯახში. თუმცა ესეც წამიერად და საოცარი მუსიკის ქვეშ.
ქუდს სამზარეულოს პროდუქტებში გარკვეული ვინმე ჩაიბარებს და ცეცხლის გარშემო ერთმანეთზე მიყრდნობილ პატარა ოჯახში, სხვადასხვა კონტინენტის უცნაური საკრავის ხმა ერთმანეთში იწყებს ჰარმონიულ შერწყმას. ვერაფერი აღწერს ამ საოცარ მუსიკას, ხან მგონია რო ქარი, ხეობიდან მოსული მდინარის ხმა და ნაძვის კენწეროებიც კი ამ მუსიკას აყოლებენ სხეულს.

არ ვიცი რა ზომისაა ეს მინდორი, ან რა სიმაღლეები იზრდებიან ეს ნაძვები მას რო ჩარჩოთ აკრავს.
მაგრამ ზურგზე რო დაწვები ხედავ ვარსკვლავებად ანთებულ ცას და გარშემო მთელ წრეზე ნაძვების კენწეროებს, მერე უცებ ვინმე შემოყოფს გაბურძგნულ თავს კადრში და გეტყვის..
ჰეიიი მაი ბრაზეერ… არ იუ ოკეი? ეტყვი ცას ვუყურებო და ახედავს თვითონაც. ისე შეიცხადებს თითქოს გუშუნაც ასე მკაფიოდ არ ციმციმებდნენ ვარსკვლავეევი. მოგიწვება გვერდით ან თავს დაგადებს მერე სხვა მოვა მერე სხვა და დიდ გუნდად, ახალ დაბადებული კნუტებივით ერთმანეთზე მიხუტებულებს…. ძლივს დაშლის ხმა სამზარეულოდან ან მთავარი ცეცხლიდან. ჩაი ქონექშენ და ცეცხლთან და მუსიკასთან აგროვებს ისევ ყველას…. ჭიქა წრეზე ბრუნავს, ბრუნავს სხვადასხვა სასუსნავიც, რათქმაუნდა კიდე ათასი მცენარეული რამ. თუ არ გინდა გვერდით გადააწოდებ. ხან ვიღაცა ვერ მოითმენს და გვერდით მჯდომს თავზე გადაუსმევს ხელს, ან ხელზე აკოცებს. მანაც ხო უნდა გასცეს თორე აქ ყველა გაპიპინებულია სითბოთი და აღარ აქვს მეტი ადგილი რო დაიტიოს მეტი, ხოდა თავის გვერდით მჯდომს გადაუსმევს თავზე ხელს. გავა დრო და პირველად ვინც დაიწყო იმასაც მისდის უკან თავისივე გაგზავნილი სითბო.

ხშირად მიფიქრია რატო შეიძლება იყოს რამოდენიმე ათეული ადამიანი, მსგავს მძიმე პირობებში უსაზღვროდ ყველაზე ბედნიერი.

არ ვიცი ვერ დავასკვენი, იქნებ არაფერი გააჩნიათ მაგრამ თან ყველაფერი აქვთ რაც სჭირდებათ.
და რა გვჭირდება ხოლმე საერთოდ ? ზუსტად ხო არც ვიცით..

იქნებ ოჯახი სადაც ჩვენი ესმით და ისეთი ვუყვარვართ როგორიც ვართ?

ან იქნებ სიყვარული რომელსაც იღებ, სულ გრძნობ და უკან გაცემაც არ ტეხავს, არც ცოდვად და სირცხვილად არ ითვლება?

იქნებ სულაც საქმე რომელის კეთებაც გსიამოვნებს და თან ყველა ხედავს და გიფასებს შედეგს ?

ხო რავი თუ ეს იმ დეტალებიდან რამოდენიმეა რომელიც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდება, აქ ალბათ ყველაფერია.. ჯერ მხოლოდ სამი დღეა აქ ვარ... იქნებ ნელნელა უფრო მეტი გავიგო, უფასო და უვნებელ ბედნიერების ფორმულაზე…

ყველას კარგ დღეს გისურვებთ."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42