ლონდონში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს
მსოფლიო - 20:19, 17 May, 2017     1625
ლონდონში, ოთხი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ტერაქტის მოწყობაში არიან ეჭვმიტანილები. მათი ასაკი 18-იდან 27 წლამდეა.


ყველა მათგანი სპეცოპერაციის ფარგლებში, საკუთარ სახლებში დააკავეს.

სპეცოპერაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, ლონდონში ორი თავდასხმა 22 მარტს, ხალიდ მასუდმა განახორციელა. ვესტმინისტერის ხიდზე მადუსი მანქანით ქვეითებს დაეჯახა, შემდეგ კი მანქანის მძღოლმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა.

ლონდონის თავდასხმას ემსხვერპლნენ პოლიცილეი კიტ პალმერი, ლონდონის კოლეჯის მასწავლებელი აიშა ფრეიდი, ამერიკელი ტურისტი კურტ კოკრეინი , რუმინელი ტურისტი და პენსიონერი ლესი როდსი. დაშავდა 40-მდე ადამიანი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა, მასუდი კი პოლიციელებმა მოკლეს.

სამართალდამცავთა თქმით, ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქე , 52 წლის ხალიდ მასუდი იყო, რომელსაც 3 შვილი ჰყავს და პროფესიით მასწავლებელი იყო. სკოტლანდ იარდის წარმომადგენლის, მარკ როულის განცხადებით, თავდამსხმელის დაბადების სახელი და გვარი ნამდვილად ადრიან რასელია, თუმცა უცნობია, რატომ დასჭირდა მას ვინაობის შეცვლა.

მასუდი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საგრაფო კენტში დაიბადა, სამართალდამცავებთან მას პრობლემა არაერთხელ ჰქონია, თუმცა, როგორც სკოტლანდ იარდი აცხადებს, მასუდი ტერორისტულ დაჯგუფებებთან ურთიერთობაში შემჩნეული არ ყოფილა და მის წინააღმდეგ ამ ეტაპზე არავითარი გამოძიება არ მიდიოდა.

ლონდონის თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. თუმცა, სკოტლანდ იარდმა განაცხადა, ლონდონის თავდასხმებში ეჭვმიტანილ ხალიდ მასუდს ტერორისტულ დაჯგუფებებთან "ისლამურ სახელმწიფოსთან" ან "ალ-ქაიდასთან" კავშირი არ დასტურდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42