09:00 საათზე - მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
09.00 საათზე - სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრება.
10:30 საათზე - „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის“ დირექტორი თეა გოდოლაძე მისურისა და ორეგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საქართველოში 39 სეისმური სადგური დამონტჟდა; მყინვარწვერის მაგმური აქტივობა და დევდორაკის კატასტროფის მიზეზები; ასევე, მეწყერსაშიში ზონები თბილისში.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
11:00 საათზე - საზოგადოებრივი მოძრაობა ,,დაიცავი კონსტიტუციას“ ფარგლებში პოლიტიკური პარტიები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მის: სასტუმრო რუმსი.
11:00 საათზე - ტექნოპარკი ევროპის მეწარმეთა ქსელის (Enterprise Europe Network) საინფორმაციო დღეს უმასპინძლებს.
ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა
11:00 საათზე - კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზესტაფონში გაიმართება
მის: ზესტაფონი, კულტურისა და შემოქმედების ცენტრი, საქარხნოს ქ. N6
11:00 საათზე - "გიორგი ვაშაძე-ახალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე განცხადებას გააკეთებს.
მის: კოსტავას 1 შეს #7
საკონტაქტო ტელ: 551662525
11:00 საათზე - ფონდი „ქართული გალობის“ ოფისში, ფონდის დამფუძნებელი/ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ანსამბლ „რუსთავი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდის ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი პრესკონფერეციას გამართავენ.
თემა: ფონდი „ქართული გალობა“ ქართული ტრადიციული მუსიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებს დააჯილდოებს.
მის: გერგეთის ქ. #3
11:00 საათზე - საქართველოს ხუთ ქალაქში - თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციებს გამართავენ.
თემაა: 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი კვლავ სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების თაობაზე ხელისუფლების ინიციატივა.
მის: თბილისი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ოფისში. ჭოველიძის ქ N10. თელავი. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. ვაჟა–ფშაველას ქ. N3. გორი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი სტალინის ქ. N7. ოზურგეთი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. ჭავჭავაძის ქ. N14. ზუგდიდი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. რუსთაველის ქ. N52
11:00 საათზე - სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის“ წევრი 163 ორგანიზაციის ხელმოწერით მიმართვა ვენეციის კომისიას და კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტთან.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
12:00 საათზე - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში “დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
მის.: კუპრაძის ქ. #11
საკონტაქტო ტელ: 591 388 888
13:00 საათზე - „პირველის პრესკლუბში“ კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს კონსტიტუციის პროექტის თაობაზე ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილ წერილს გაასაჯაროებს.
მის: წერეთლის გამზ. #116, დიდუბე პლაზა, მეორე სართული
13:00 საათზე - "პირველი რადიოს" რადიოკლუბში გელა ხვედელიძის ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ახალი ვიდეოფირი თავდასხმის ადგილიდან.
13:00 საათზე - ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) პირველი ვოლიერი გაიხსნება.
14:00 საათზე - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, შოთა რუსთაველის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) მართავს დისკუსიასა და პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ“ პრეზენტაციას.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები.
15:00 საათზე - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ინფექციონისტებისთვის საგანმანათლებლო პროექტის მიმდინარე საკითხებზე ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალ BMJ-ისთან ეროვნული საკოორდინაციო ჯგუფის რიგით მე-5 შეხვედრას გახსნის.
მის: აკ. წერეთლის გამზ. #144
საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009
17:00 საათზე - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვარშავის 1944 წლის აჯანყების გმირის, ირინა სხირტლაძის სახელობის პოლონური ენის კაბინეტი გაიხსნება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები
მის: ჩარგლის ქ. N73, აუდიტორია N82
17:00 საათზე - დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში იხსნება ირინა სხირტლაძის სახელობის პოლონური ენის კაბინეტი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები
მის: თბილისი, ჩარგლის ქ. N73, აუდიტორია N82
19:30 საათზე - მუზეუმის საერთაშორისო დღეს, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს.
მის.: რუსთაველის #3, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზო.
საკონტაქტო პირები: თამუნა მიქაძე - 598 587 467 / ანო ვერულაშვილი - 577 500 572
მასალის გამოყენების პირობები






