66 წლის ბარბარამ გათხოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შეყვარებულმა ხელი 100-ჯერ სთხოვა
ეს საინტერესოა - 16:52, 17 May, 2017     9080

68 წლის ბრიტნელმა მამაკცმა, ტონი შირსმა შეყვარებულს ასზე მეტჯერ სთხოვა ხელი, თუმცა ყოველ ჯერზე უარს იღებდა.

ბარბარა პეპერმა მას თანხმობა მხოლოდ მაშინ განუცხადა, როდესაც საავადმყოფოში საშიში დაავადების დიაგნოზით მოხვდა.

როგორც Daily Mail-ი წერს, ტონიმ და ბარბარამ ერთმანეთი 20 წლის წინ გაიცნეს და რომანიც მალევე დაიწყო.

ურთიერთობის დაწყებიდან მალევე ტონიმ რჩეულს ხელი სთხოვა, თუმცა მისგან უარი მიიღო. მაგრამ მათი ურთიერთობა ამით არ დასრულებულა.

" უარს ვეუბნებოდი არა იმიტომ, რომ არ მიყვარდა, არამედ ეჭვი მეპარებოდა, რამდენად ღირდა დაშორების შემდეგ, კიდევ ერთხელ გათხოვება" - ამბობს 66 წლის ბარბარა.

2 კვირის წინ ბარბარა პნევრმონიის მძიმე ფორმით საავადმყოფოში მოათავსეს. რთული ოპერაციის შემდეგ, ტონი ოთახში დახვდა და ხელი კიდევ ერთხელ სთხოვა. ამჯერად ბარბარა მას ცოლობაზე დათანხმდა.

"ვერ ვიჯერებდი, რომ დამთანხმდა. ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში ხელი 100-ზე მეტჯერ ვთხოვე" - ამბობს ტონი, ბარბარას თქმით კი, ის ტონის წინადადებას დიდი ხნის წინ უნდა დათანხმებოდა, მაგრამ მისი მუდმივი უარი ურთიერთობას ახალისებდა, ახლა კი ამისთვის შესაფერისი დრო დადგა.

ოპერაციიდან რამდენიმე დღეში წყვილმა ხელი საავადმყოფოში მოაწერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42