90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელი, ლინდა ევანგელისტა ბოლო დროს ვიზუალურად ძალიან შეიცვალა.
თუმცა, ეს მას სულაც არ ადარდებს და როგორც ინტერვიუებში აღნიშნას, ძალიან მოსწონს საკუთარი თავი, ზედმეტი დიეტების გარეშე.
ნახეთ, როგორ გამოყურება სუპერმოდელი დღეს:






ლინდა ევანგელისტა 1965 წლის 10 მაისს კანადაში დაიბადა. მისი მშობლები იტალიელები არიან, თუმცა ლინდა კანადაში გაიზარდა და კანადელ მოდელად მოიხსენიებენ. ვიზუალური მონაცემებით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. 12 წლის იყო, როდესაც სამოდელი სააგენტოში წასვლა ურჩიეს. ლინდა ნიუ-იორკში გაემგზავრა. მისი მონაცემები შეუმჩნეველი არ დარჩენილდა და Elite-ში კონტრაქტს მოაწერა ხელი. 19 წლის ასაკში კი მისი აღმავლობის ხანაც დაიწყო და 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სუპერმოდელად იქცა.
90-იან წლებში ლინდასთან ერთად პოდიუმს ამშვენებდნენ: სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, კლაუდია შიფერი. ის იყო ფოტოგრაფ სტივენ მეისელისა და "შანელის" კრეატიული დირექტორის, კარლ ლაგერფილდის მუზა. გაირა თითქმის ყველა გავლენიანინ ბრენდის ჩვენებაზე, დაამშველა ყველა გავლენიანი ჟურნალის გარეკანი...
ლინდა ევანგელისტას ყველაზე ცნობილი გამონათქვამია: "დღეში 10 000 დოლარზე ნაკლებისთვის, ლოგინიდან არ ვდგებით".
მასალის გამოყენების პირობები






