ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ბიზნესსექტორი დადებითად აფასებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:57, 16 May, 2017     1310

ჩინეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ქართველი ბიზნესსექტორი დადებით აფასებს - განცხადება ამის შესახებ დღეს საქართველოს ბიზნეს სოციაციის წევრებმა გააკეთეს. პრესკონფერენციას სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ქართველი ბიზნესმენები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია ესწრებოდნენ.

პრესკონფერენციის მონაწილეებს გიორგი ჩერქეზიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება ძალიან დიდი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის. „მათ გაეხსნათ 1,4 მილიარდიანი ბაზარი, სადაც შეუძლიათ, რომ თავისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეიტანონ ტარიფებისა და საიმპორტო გადასახადების გარეშე. ქართული პროდუქციის თითქმის 94% -ზე თითქმის სრულიად მოიხსნება იმპორტის გადასახადი. მაგალითად, ქართულ კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ ალკოჰოლურ ან არაალკოჰოლურ სასმელებს, მინერალურ წყალს, კონსერვებს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ტიპის პროდუქციას და ა.შ. შეეძლებათ, რომ იმპორტის გადასახადის გარეშე შევიდნენ ამ ძალიან დიდ ბაზარზე“, - განაცხადა ჩექეზიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ბაზარი დიდი არ არის, თუმცა ჩინეთი მიიღებს იმას, რომ მას რეგიონში პარტნიორად ეყოლება ქვეყანა, რომელსაც თავის მხრივ, ასევე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).

კითხვაზე, რამდენად ხარისხიანი იქნება საქართველოში შემოსული ჩინური პროდუქცია, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხარისხის კუთხით ვალდებულება აქვს აღებული და ყველა დარგში ევროკავშირის დირექტივები ინერგება.

„ეს არის გარანტორი იმისა, რომ ქართული წარმოება იქნება ხარისხობრივად გარანტირებული და რეგულაციები იქნება თუნდაც იგივე იმ ჩინური კომპანიისთვის დაცული, როგორც ეს იყო ევროპის ბაზარზე. დღეს ჩინური პროდუქცია ჩვეულებრივად შემოდის. ჩვენ ვართ თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე მყოფი ქვეყანა, ამიტომ ამ კუთხით დამატებითი საშიშროება არ იქნება, პირიქით, ეს იქნება უფრო კარგი, რადგანაც ვაჭრობა, კონკურენცია გაიზრდება და მგონია, რომ ხარისხობრივად ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“ - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.

„ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დიდი წარმატებაა და ღირებულია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის“ - ეს განცხადება პრესკონფერენციაზე საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ გააკეთა.. „ადგილობრივი წარმოების განვითარება ხერხემალია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ეს უნდა მოხდეს საექსპორტო პოტენციალის ზრდით. დიდია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც გადასახადი მოიხსნა ან მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდი სტიმულია ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. ჩვენს ასოციაციაში 70-ზე მეტი კომპანიაა. მათ შორის რამდენიმე ჩინეთთან უკვე ოპერირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ კიდევ ბევრი დაიწყებს პროდუქციის ექსპორტს ჩინეთის ბაზარზე. თითოეულ კომპანიას და ქვეყანას ვულოცავ ამ დიდი წარმატებას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

„აიდიეს ბორჯომი“ ერთ-ერთი კომპანიაა მათ შორის, ვინც უკვე თანამშრომლობს ჩინეთთან. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ლევან ბაღდავაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, არსებული შეღავათი კომპანიას დამატებით შესაძლებლობებს გაუხნის. „ჩვენს საექსპორტო პოტენციალში თუ ჩინეთი დღეს უმნიშვნელოდ არის წარმოდგენილი, ამ შეთანხმების მიღწევის შემდეგ იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათებით ისარგებლებს ჩინეთში ჩვენი პროდუქციის დისტრიბუტორი კომპანია, რაც ჩვენს პროდუქციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ადგილობრივი მოსახლეობისათვის“-განაცხადა ლევან ბაღდავაძემ.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი შაგიძის შეფასებით, აღნიშნული ხელშეკრულება საქართველოს რეგიონში კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისათვის. „ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა თავისთავად უპრეცედენტო ფაქტია. ეს შანსს აძლევს ქართულ კომპანიებს, უფრო იაფად მოახდინონ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი ჩინეთში. ჩვენი ბანკი მზადაა დააფინანსოს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი“-აცხადებს შაგიძე.

შეგახსენებთ, რომ 13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42