„როგორც პრეზიდენტს, მე მსურდა რუსეთისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რომელიც ტერორიზმსა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ეხება, ამის აბსოლუტური უფლება მაქვს.
„ამას ჰუმანიტარული მიზეზები ჰქონდა, პლუს ის, რომ მე მსურს, რუსეთმა გააქტიუროს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოსა“ და ტერორიზმის წინააღმდეგ“- წერს ტრამპი თვითერზე.
"ჩემი ადმინისტრაციის დასაწყისშივე მე ვთხოვე კომის და სხვებს, რომ დაზვერვიდან ინფორმაციის გაჟონვაში შემჩნეული ადამიანების იდენტიფიცირება მოეხდინა" - დასძენს აშშ-ის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი ტრამპმა თანამდებობიდან 10 მაისს გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, Washington Post-მა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გამოცემა ამერიკის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა წყარო, რომელიც დაზვერვას ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
როგორც ვაშინგტონ პოსტი წერს, აღნიშნული ინფორმაციის საიდუმლოების დონე საკმაოდ მაღალია : მონაცემები არ იყო განკუთვნილი მოკავშირეებისთვისაც კი, თეთრ სახლში კი ინფორმაცია მაკცრად შეზღუდულ მცირე წრეს გააცნეს. გამოცემა წყაროების ვინაობას არ ასახელებს.
კერძოდ, ტრამპმა დეტალურად განიხილა როგორ შეუძლიათ ტერორისტებს გარკვეული თავდასხმების განხორციელება; მან ასევე დაასახელა ISIS-ის კონტროლქვეშ მყოფი ქალაქი, სადაც აშშ-ის პარტნიორმა ქვეყანამ, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კუთხით, ახალი საფრთხე აღმოაჩინა. როგორც The Washington Post-ს წყარომ განუცხადა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის ელჩს იმ ნაბიჯებზე უამბო, რომელიც აშშ-მ გადადგა ახალ საფრთხის მოგერიებისთვის.
დონალდ ტრამპმა სერგეი ლავროვს თეთრ სახლში გასულ კვირას უმასპინძლა. თეთრი სახლის ცნობით, შეხვედრაზე ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან მომავალ ძირითად საფრთხეებზე ისაუბრეს
მასალის გამოყენების პირობები






