ივანიშვილის ნათლი-მირონის პოლიტიკური და ბიზნეს გავლენები - ვინ არის ოთარ ფარცხალაძე
პოზიცია - 20:18, 16 May, 2017     14857
საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, სკანდალში ამჯერად გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების გამო მოექცა.

ყოფილი მაღალჩინოსანი ამ დრომდე დუმს. მოქმედი კი მას ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ღიად ადანაშაულებს.

გენერალური აუდიტორი აცხადებს, რომ ფარცხალაძის “გაპრავებაში“ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართულები არიან, ამიტომ თორდია გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

„ჩემი ნდობა პროკურატურის მიმართ არის მინიმალურზე მინიმალური და ჩემი ეჭვი ეფუძნება იმ გარემოებებს, რაც განვითარდა. მას შემდეგ, რაც ჩემთან იყვნენ პროკურორები და დამისვეს შეკითხვები, მქონდა თუ არა დალეული ალკოჰოლური სასმელები, საღამოს ვიხილე განცხადება, რომელიც გააკეთა ბატონმა ოთარმა“ - განუცხადა 15 მაისს ჟურნალისტებს ლაშა თორდიამ.

სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოქვეყნდება აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა, რომელშიც თორდიას მტკიცებით, მერიასა და ფარცხალაძეს შორის კორუფციული გარიგება დასტურდება.

ყოფილი მთავრ პროკურორსა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს შორის დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად სწორედ ნუცუბიძის 77 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი სახეელდება, რომელიც თბილისის მერიამ ოთარ ფარცხალაძეს გადაუცვალა,

ოპოზიციის ინფორმაციით, ფარცხალაძე ადგილზე ოთხ 20-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ნარმანიასთან კორუფციული გარიების შედეგად, ყოფილი მთავარი პროკურორი ერთ დღეში მილიონერი გახდა.

ოპოზიცია ფარცხალაძის დაკავებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობა“, ფარცხალაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას 325-ე მუხლით მოითხოვს და იმ გარემოებას ასახელებს, რომ თორდია პოლიტიკური თანამდებობის პირია, აღნიშნული მუხლი კი 7-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამის პარალელურად დღეს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ყოფილი მაღალჩინოსანი ქვეყანას რამდენიმე დღეში დატოვებს.

ჟურნალისტებისთვის მიუწვდომელად აღმოჩნდა ყოფილი მთავარი პროკურორი. საქმესთან დაკავშირებით ოთარ ფარცხალაძის მხლოდ ერთი განცხადება ვიხილეთ, სადაც ნათქვამია, რომ კონფლიქტის ინიციატორი "ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია იყო".

ყოფილი მთავარი პროკურორის ინტერესების დამცველებიც კონფლიქტის პროვოცირებაში ლაშა თორდიას ადანაშაულებენ და ეჭვს გამოთქვამენ, რომ გენერალურ აუდიტორს პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს.

"თუ კი თავდასხმას ადგილი ჰქონდა, მაშინ რატომ არ გამოიძახა პოლიცია თორდიამ, ამ ე.წ. ინციდენტის დასრულებისთანავე? ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა "ელ ცენტრო", ლაშა თორდია კვლავ დარჩა ბარში და მას შემდეგ, რაც სახლში წავიდა, მომხდარიდან რამდენიმე საათი იყო გასული, დარეკა 112-ში. თუ კი თავს დაესხნენ, მას უნდა გამოეჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გამოეძახა პოლიცია. ასეთ შემთხვევაში, საქმე გვექნებოდა არა პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებასთან, არამედ მომხდარი გადავიდოდა სამართლებრივ ჭრილში“, - განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება 13 მაისს მომხდარზე გამოძიებას, ადვოკატებმა განმარტეს, რომ ოთარ ფარცხალაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

ვინ არის და რა ვიცით ოთარ ფარცხალაძეზე?

საქართველოს, ყოფილი პროკურორმა სავარძელი პირადი განცხადების საფუძველზე 2013 წლის 30 დეკემბერს დატოვა. გადადგომას კი წინ გერმანიაში მისი ქურდობის მუხლით ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება უძროდა. (ითქვა ისიც, რომ ფარცხალაძე გერმანიაში, ბოტასის ქურდობისათვის იყო გასამართლებული).

თავად ფარცხალაძე ექსპრემიერ ივანიშვილთან და მის ოჯახთან დაახლოებული პირია. არსებული ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძეს ივანიშვილის გარკვეული ბიზნესის ზედამხედველობაც ჰქონდა ჩაბარებული.

ივანიშვილებთან ახლო ურთიერთობა სათავეს ყოფილი პროკურორის შვილიშვილისა და ბერა ივანიშვილის ახლობლობიდან იღებს. ფარცხალაძე და ბერა ივანიშვილი ნათელ-მირონებიც არიან. ექს-პროკურორის შვილიშვილი ბერამ მონათლა.

ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2012 წლის 7 ნოემბერს დაიკავა. მანამდე კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სწორედ ამ პერიოდის მანძილზე მისმა უწყებამ, ათეულობით საქმე აღძრა, მათ შორის ქალაქის მერის გიგი უგულავას, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, ყოფილი დეპუტატის გია ნაცვლიშვილის წინაარმდეგ.

ოთარ ფარცხალაძის ახალი სკანდალის პარალელურად, 2013 წლის დეკემბერში, ჯერ კიდევ მისი პროკურორობის დროს, უმაღლესი განათლების დამადასტურებლ დიპლომთან დაკავშირებით სკანდალი გაცოცხლდა.

მაშინ ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ფარცხალაძეს დიპლომი გაყალბებული ჰქონდა, რასაც ბევრი ფაქტორი მოწმობდა. მათ შორის ის, რომ დიპლომზე ნუმერაცია ერთმანეთს არ ემთხვეოდა და ფაკულტეტზე, 1992 წელს შეიქმნა, ფარცხალაძე 1991 წელს ვერ ჩააბარებდა.

შემდეგი სკანდალი რომელიც ოთარ ფარცხალაძის სახელს უკავშირდება "ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეა".

ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის მთავარი პროკურორის ბრძანებით საკნიდან გაიყვანეს, რის შემდეგაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ფინანსური საქმიანობის შესახებ ჩვენებების მიცემა მოსთხოვეს.

ფარცხალაძე სატელევიზიო კომენტარისას აცხადებდა, რომ პატიმრობაში მყოფ მერაბიშვილს ციხიდან გაყვანა, პროკურატურაში მიყვანა და ზეწოლის ფაქტები "მოელანდა".

საპირისპიროს მეტყველებს საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, ევროპელმა მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი.

ბოლო სკანდალი რაც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება "ევროპული საქართველო" გაავრცელა. გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ფარცხალაძე სახელმწიფო სტურქტურების კერძო ავტომობილები ემსახურება, რომლებიც ფინანსური პოლიციის საკუთრებაშია. იხ.ვიდეო.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურმა დეპუტატის გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალური განცხადებით არ დაადასტურა.

როგორ იშოვა მილიონები ოთარ ფარცხალაძემ?

ფარცხალაძეს ამ მომენტამდე არ განუმარტავს, თუ რა სახსრებით შეიძინა მან, 2015-2016 წლებში მილიონზე დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება. (თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი).

ასევე ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა და ტაბახმელასა და წავკისში მდებარე მიწის 4 ნაკვეთი.

მედიის ინფორმაციით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, 2016 წლის 29 ივნისს იყიდა უძრავი ქონების კომპანია შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100 % წილიც. ფარცხალაძის კუთვნილებაშია Toyota 4-runner-ი.

შეძენილი ქონების საერთო ღირებულება დაახლოებით 1 130 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება ბოლო სკანდალს, "ნიუპოსტის" ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძე ამჟამად საქართველოში იმყოფება. საგამოძიებო ორგანოებს კი ის ამ დრომდე არ დაუკითხავთ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42