„სტარტაპერი“ ორი თვის შედეგებს აჯამებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:08, 16 May, 2017     1114
თიბისი ბანკმა პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში 1 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის სესხი გასცა. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 30-მდე დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ: მათ შორის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის წარმოება, ტექნოლოგიური მიმართულება, აგროსექტორი, ხელნაკეთი ნივთები, სასტუმროს მშენებლობა და სხვა.

პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში შეღავათიანი საბანკო პროდუქტების პაკეტით 3 000-ზე მეტმა სტარტაპმა ისარგებლა, პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებულ, სპეციალურად სტარტაპებზე შექმნილ კატალოგში კი უკვე 200-მდე სტარტაპს შეგიძლიათ გაეცნოთ, მოიძიოთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია ან პირდაპირ კატალოგიდან სოციალურ ქსელში გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს ის სტარტაპი, რომელიც მოგეწონათ.

პროგრამის მიმდინარეობიდან 2 თვის განმავლობაში სპეციალურად სტარტაპერებისთვის შეიქმნა პროდუქტები: სტარტაპ- ენერჯი ბარათი და სტარტაპ-ლიზინგი. სტარტაპ-ენერჯი „სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა“ და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათია, რაც სტარტაპერებისთვის 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს ნებისმიერი ტიპის საწვავზე; სტარტაპ-ლიზინგი სტარტაპებს მათი ბიზნესისასთვის საჭირო დანადგარების შეძენის შესაძლებლობას აძლევს, მათზე მორგებულ ინდივიდუალურ გადახდის გრაფიკით. 2 თვის განმავლობაში სტარტაპ-ენერჯი ბარათი უკვე 100-მდე სტარტაპერმა მიიღო.

ფინანსური მხარდაჭერის გარდა, პროგრამა სხვა არაფინანსურ აქტივობებსაც მოიცავს: „სტარტაპერის“ ფარგლებში უკვე 200 დამწყები ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო ტრენინგებისა და მასტერკლასების სპეციალურ კურსს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევეს, გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები და უკეთესად მართონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის კიდევ ერთი შემადგენელი კომპონენტი სტარტაპების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის მედიაპარტნიორები: გადაცემა “საქმიანი დილის“ და „სტარტაპერის“ ერთობლივი რუბრიკა „სტარტაპერი“ და ვებგვერდები : Ambebi.ge, Bpn.ge, 4motivi.com და Marketer.ge დამწყებ ბიზნესებსა და მათ დამფუძნებლებს აცნობენ საზოგადოებას. პროგრამის ფარგლებში უკვე 70-ზე მეტ სტარტაპზე მომზადდა სტატია/რეპორტაჟი.

„თიბისი ბანკისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობაა. პროგრამა „სტარტაპერის“ მიზანიც სწორედ ეს არის - სტარტაპების მხარდაჭერა და ქვეყანაში ბიზნესის დაწყების პოპულარიზაცია. პროგრამის ჩაშვებიდან დღემდე უკვე არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ და სტარტაპერებისთვის კიდევ ბევრ სიახლეს ვგეგმავთ. უახლოეს მომავალში სტარტაპებს მათ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს შევთავაზებთ ბაზარზე მოთამაშე სხვადასხვა ლიდერ კომპანიასთან ერთად. გარდა ამისა, დაახლოებით ერთ თვეში ჩაეშვება სტარტაპ-ბარათიც, რაც „ქეშბექ“ სისტემის პრინციპით სტარტაპებს ფასდაკლებებს შესთავაზებს სხვადასხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე : www.startuperi.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42