ექსეტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეგზოპლანეტა HAT-P-26b-ს უჩვეულო ასპექტები აღმოაჩინეს, რომელიც ზომით პლანეტა ნეპტუნის ხელაა, აღმოჩენები NASA-ს ჰაბლისა და Spitzer Space-ს ტელესკოპების საშუალებით გაკეთდა. ახალი აღმოჩენები ახალ თვალთახედვას გაგვიხსნის პლანეტების ფორმირების შესახებ.
პლანეტამ, რომელიც დაახლოებით 437 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს დედამიწიდან, წინ ჩაუარა თავის მზეს და ტელესკოპებს მისი შესწავლის საშუალება მისცა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ატმოსფერო, რომელიც გამდიდრებულია ჰელიუმით, წყალბადითა და წყლის ორთქლით.
ახალი კვლევის ხელმძღვანელი ჰანა უოკფორდი აცხადებს, რომ ეს ატმოსფერო მიგვიყვანს „ძალიან უცხო ცამდე, ერთგვარ გაფანტულ, ნაცრისფერ ცამდე“
პლანეტა ასევე ინტერესს მისი უჩვეულო ჩამოყალიბების გამოც იწვევს. დედამიწის მზის სისტემაში მეტალურობას (ასტრონომიის ტერმინოლოგია, ის რაც უფრო მძიმეა ვიდრე ჰელიუმი) აქვს შემცირების ტენდენცია მასის გაფართოების შემთხვევაში, მაგრამ HAT-P-26b ამ ტენდენციას აიგნორებს. მიუხედავად იმისა რომ საუბარია ნეპტუნის ზომის პლანეტაზე, ეს უკანასკნელი საკუთარი მეტალურობით გაცილებით ახლოს დგას იუპიტერთან.
რატომ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა?
დევიდ სინგი, ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი ამბობს: „ეს ახალი აღმოჩენაა ამ პლანეტის ატმოსფეროსთან მიმართებით, რაც ჰგავს დიდ გარღვევას ჩვენს სწრაფვაში გავიგოთ უფრო მეტი იმასთან მიმართებით, თუ როგორ ხდება მზის სისტემების ფორმირება, ასევე იმაზე, თუ როგორ შეეფერება იგი ჩვენს ატმოსფეროს. ეს ახალი აღმოჩენა აჩვენებს, რომ ამ ეგზოპლანეტების ატმოსფეროები გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ადრე ვფიქრობდით“ მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ეგზოპლანეტა იქნა აღმოჩენილი, ჩვენ ვიცით საკმაოდ მცირედი მათი ატმოსფეროების შემადგენლობის შესახებ.
ეს არის პირველი იმ აღმოჩენებიდან, რასაც მეცნიერები გვპირდებიან, ოქტომბერში ახალი ტელესკოპები ამუშავდებიან, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი საშუალებას მისცემს მეცნიერებს, განაგრძონ საქმიანობა 6.5 მეტრის დიამეტრის მქონე სარკეებით, მაშინ როცა ჰაბლის სარკეების დიამეტრი მხოლოდ 2.4 მეტრია. შედეგად, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება პროცესი, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება 200 ათასზე მეტი პლანეტა.
ეგზოპლანეტა (ექსტრასოლარული (მზის გარეთა) პლანეტა) — პლანეტა, რომელიც მოძრაობს არა მზის, არამედ სხვა ვარსკვლავის, ვარსკვლავური ნარჩენის ან ყავისფერი ჯუჯის გარშემო.
მასალის გამოყენების პირობები






