ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი:
„ყურადღება მივაქციეთ საქართველოს ხელისუფლების განცხადებას, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის „არასასურველი პირების“ სიაში შეყვანის შესახებ , მანამდე მისი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვიზიტების გამო.
როგორც ვხედავთ, ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რაც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. რთულია, რაციონალურად ახსნა მსგავსი ქმედება - ქართულ-რუსულ ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთის.
„რაც არ უნდა იყოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია , კვლავ მიიპყროს რუსეთის მოქალაქეების ყურადღება იმ რისკების ზედმიწევნით შესაფასებლად, რაც საქართველოში გამგზავრებასთან არის დაკავშირებით. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეალური მიზეზების გამო, ვერ გადაწყვიტა რეალური სანქიების მიღება „ოკუპურებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ თანახმად და „ვერდიქტი“ მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო დროს იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც რუსეთის მოქალაქეებს ანალოგიურ სიტუაციებში მოუწოათ ჯარიმების გადახდა და თავისუფლების აღკვეთაც კი.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია თანამოქალაქეთა დასაცავად“ - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






