მობილური აპლიკაცია მელანომის უფასო სკრინინგის ჩასატარებლად, „ევრომელანომის“ ფარგლებში
ჯანმრთელობა - 10:00, 16 May, 2017     2756

მთელ მსოფლიოში მაისი გამოცხადებულია მელანომის თვედ. „ევრომელანომის“ დღეები საქართველოში - ეს ყოველწლიური საინფორმაციო კამპანიაა, რომლის მიზანია კანის კიბოს ყველაზე აგრესიული ფორმის - მელანომის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის ხელშეწყობა. ევრომელანომის სკრინინგი მოსახლეობას მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ თავიანთ ხალებსა და კანის სხვა წარმონაქმნებს და შეიმოწმონ ისინი. ამიტომ წელს „ევრომელანომის“ დღეების ფარგლებში მელანომის უფასო სკრინინგის ჩასატარებლად წარმოგიდგენთ მობილურ აპლიკაციას – We Care! Be Aware!“. („ჩვენ ვზრუნავთ! იყავი ფხიზლად!“)

დამუშავებული მობილური აპლიკაცია „We Care! Be Aware!“ („ჩვენ ვზრუნავთ! იყავი ფხიზლად!“) წარმოადგენს მელანომის სკრინინგტესტს, რომელიც ხელმისაწვდომია ანდროიდისა და სმარტფონის ყველა მომხმარებლისათვის. მისი საშუალებით შესაძლებელია დისტანციურად ჩაიტაროთ მელანომის უფასო სკრინინგტესტი, სწრაფად, ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი. მობილური აპლიკაცია – ეს არის ხალების დისტანციურად შემოწმების შესაძლებლობა მათთვის, ვისაც არ აქვს დრო ან შესაძლებლობა ექიმთან მისასვლელად. მობილური აპლიკაციის საშუალებით მიღებულ ხალების გამოსახულებებს აფასებს ექიმი - ონკოლოგი. სკრინინგის შედეგებს მომხმარებელი ღებულობს სკრინინგტესტის ჩატარებიდან 3 დღის განმავლობაში ელექტრონული ფოსტის მითითებულ მისამართზე.

მობილური აპლიკაციის შემქმნელები მოსახლეობას მოუწოდებენ გულისხმიერებისაკენ, რათა დაეხმარონ მობილური სკრინინტესტის ჩატარებაში ახლობლებს - ბავშვებს, მშობლებს, მეგობრებს, ბებიებსა და ბაბუებს და ა.შ., რომლებიც არ სარგებლობენ სმარტფონით ყოველდღიურად! ასევე დაინტერესებულ პირებს ურჩევენ, სთხოვონ დახმარება ახლობლებს სხეულის რთულად მისაწვდომ ადგილებში (მხრები, წელი და ა.შ.) ხალების ფოტოსურათის გადასაღებად.

მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია Apple AppStore - ში და Google Play - ში. დაწვრილებითი ინფორმაცია მობილური აპლიკაციის შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე www.melanoma.lv/ge „მობილური აპლიკაციის“ განყოფილებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42