სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართული არიან ერთ-ერთი ავაზაკის ქმედებების გაპრავებაში- მთავარი აუდიტორი
პოზიცია - 14:32, 15 May, 2017     2475
აუდიტის სამსახურის უფროსი ეჭვოვობს, რომ ოთარ ფარცხალაძე და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ.

ლაშა თორდიას თქმით, მას "ვერც ფინანსური პოლიცია და ვერც პროკურატურა" ვერ შეაშინებს.

"გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ. ამას ემატება ის გარემოება, რასაც ვუყურებ სოციალური ქსელებისა და ტელევიზიის საშუალებით, როდესაც მის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შსს-ს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2-3 საათზე მის სახლთან იკრიბებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ჩემი მისამართით არა ერთი ბრალდება გაიჟღერებს, შეიძლება ვიდეოებიც გავრცელდეს, ყველაფრისთვის მზად ვარ. ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია, ვერც პროკურატურა"- განაცხადა ლაშა თორდიამ.

მისი თქმით, გული წყდება, რომ "სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართულები არიან ერთ-ერთი ავაზაკის ქმედებების "გაპრავებაში".

"სამარცხვინოა, რომ თურმე ოთარ ფარცხალაძე იმყოფებოდა დაწესებულებაში, სადაც წიგნს კითხულობდა, მე ვქეიფობდი, ვღრეობდი. ალბათ, დაამატებენ სამაგონს ვსვამდი ან რაღაც მსგავსს, მივუვარდი ფარცხალაძეს, რომ მეც წამეკითხა როგორ კითხულობდა წიგნს. ამ წერილის დამწერის ნიჭიერებასაც ხაზს უსვამს. ამ წერილს ოთარ ფარცხალაძე ვერ დაწერდა, ამ წერილის დამწერს მოვუწოდებდი, რომ ცოტა უფრო მეტი მხატვრული გარემოებები შეიტანოს, რომ ადამიანებისთვის შთაგონება უფრო მეტი იყოს,“- განაცხადა ლაშა თორდიამ.

აუდიტის სამსახურის უფროსი საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს. ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

თორდიას ფიზიკურად 12 მაისს გაუსწორდნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

თორდიას მტკიცებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაესხა თავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42