რუსეთის პრეზიდენტი გამოსვლისას რამდენიმე თემას შეეხო. მან საერთაშორისო გაერთიანებას სამხედრო რიტორიკის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თანამედროვე პრობლემების გადაჭრა ძველი მიდგომების ლოგიკით შეუძლებელია და ევრაზიას ახალი, სტერეოტიპებისგან თავისუფალი იდეები სჭირდება.
"არ უნდა დავივიწყოთ ის საფრთხეები, რომელიც რეგიონალურ კონფლიქტებს მოაქვს. მოძველებული კონფლიქტების კერები ევრაზიის კონტინენტის ბევრ ადგილას არის შენარჩუნებული, ეს კვანძები რომ გავხსნათ, უარი უნდა ვთქვათ სამხედრო რიტორიკაზე, ურთიერთბრალდებებზე, რომელიც მხოლოდ აღრმავებს კრიზისს," - განაცხადა პუტინმა.
პუტინის აზრით, წინსვლის და განვითარებისათვის ევრაზიის კონტინენტს უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება. ევრაზიული გლობალიზაციის მოდელი მოძველდა და იგი განახლებას საჭიროებს, - განაცხადა რუსთის პრეზიდენტმა.
მან მსოფლიოს ლიდერებს ახალი ევრაზიული შეთანხმების დადებისაკენ მოუწოდა, რომელიც ქვეყნებს შორის ვაჭრობის საკითხებს გააიოლებს. მან ასევე პარტნიორებს ფუნდამენტალური სამეცნიერო და ტექნოლოგიური გამოკვლევების ერთობლივი განხორციელება შესთავაზა.
ვლადიმერ პუტინმა ფორუმის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივი შეხვედრაც გამართა.
მასალის გამოყენების პირობები






