პორტუგალიის ხელისუფლებამ ხალხის მოსალოდნელი მოზღვავების გამო დროებით კონტროლი გაამკაცრა.
1917 წლის 13 მაისს ქალაქ ფატიმის სიახლოვეს მწყემს ბავშვებს ფრანცისკესა და ჟასინტეს, ასევე მა ბიძაშვილ ლუსის გამოეცხადა ღვთისმშობელი. წმინდა მარიამმა მათ ამცნო მსოფლიოში მე-20-ე საუკუნის განმავლობაში მოსალოდნელი მოვლენების შესახებ. ბავშვებმა იწინასწარმეტყველეს რუსეთში მოსალოდნელი რევოლუცია, პირველი მსოფლიო ომის დასასრული და მეორე მსოფლიო ომის დასაწყისი. მათ შორის რომის პაპზე თავდასხმაც.
ფრანცისკე და ჟასინტე 1918 წელს გარდაიცვალნენ, ისინი ევროპაში ესპანკას ეპიდემიას ემსხვერპლნენ.
ფრანცისკესა და ჟასინტეს წმინდანთა დასთან შეერთების რიტუალი ანუ ბეატიფიკაცია (ნეტარად შერაცხვა), რომელიც წინ უძღვის კანონიზაციას, ჩატარდა 2000 წელს, რომის პაპის იოანე პავლე მეორეს მიერ. ხოლო ლუსი დოს სანტოშის ბეატიფიკაცია დაიწყო მისი სიკვდილის შემდეგ, 2005 წელს, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
სწორედ ლუსიმ ჩაიწერა ე.წ. ფატიმის სამი საიდუმლო. მან თავისი დარჩენილი ცხოვრება კოიმბრეს მონასტერში, მონასტრული წესით გაატარა.
პირველი ორი საიდუმლო მან გააცხადა 1942 წელს.

პირველი მათგანი აღწერს ჯოჯოხეთის სასტიკ ხილვას - ცეცხლის ზღვა, დემონები და ადაიმანის სულები.
მეორე საიდუმლო იყო წინასწარმეტყველება პირველი მსფოლიო ომის დასრულების და მეორე მსოფლიო ომის დაწყების, პაპა პიე მე-11-ის დროს.
ღვთისმშობელმა მაშინ ბავშვებს მოუწოდა, მიემართათ რუსეთისთვის - თუ ჩემი მოთხოვნები შესრულდება და რუსეთის მოექცევა, დადგება მშვიდობა, თუ ეს რ მოხდება, რუსეთის თავის მცდარ ზრახვებს გაავრცელებს მთელ მსოფლიოზე და გამოიწვევს ომებს და ეკლესიის დევნას.
მესამე საიდუმლო ლუსიმ დალუქული კონვერტით დატოვა, რომელიც 1957 წელს ვატიკანს გადასცა და გაიხსნა მხოლოდ 2000 წელს.

მასში აღწერილია ანგელოზი, რომელიც ითხოვს მონანიებას. ასევე პაპის სიკვდილი ტყვიებისა და ისრებისგან.
არსებობს ვერსია, რომ მესამე წინასწარმეტყველება არ იქნა გასაჯაროებული საზოგადოებაში სრული სახით და შესაძლოა, ის საიდუმლოდ დარჩეს სამუდამოდ.
კათოლიკური ეკლესია ოფიციალურად აღიარებს ფატიმის წინასწარმეტყველებას სარწმუნოდ.
მასალის გამოყენების პირობები






