ეთიკის ქარტიის მიმართვა მედიასა და შს სამინისტროს გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით
საზოგადოება - 13:02, 11 Jun, 2013     961

იმავე საღამოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.

 

საინფორმაციო სააგენტოების ნაწილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებულია, როგორც ბრალდებულის ისე მსხვერპლის ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი, რაც ოჯახის სხვა წევრების (მათ შორის ბავშვების) იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაში ბრალდებული მოხსენიებულია ინიციალებითა, თუმცა დასახელებულია მსხვერპლის ვინაობა.

 


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სთხოვს მედიის წარმომადგენლებს, ფრთხილად მოეკიდონ მსგავს ინფორმაციას, ნუ ეცდებიან მსხვერპლისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებას, რადგან მათი საცხოვრებელი ადგილისა და ვინაობის დასახელება ამ ახალ ამბავს დამატებით ინფორმაციას ნამდვილად არ სძენს; იმ საინფორმაციო სააგენტოებს კი რომლებმაც ამ სახით უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, მოუწოდებს ტექსტის იმგვარად შესწორებისკენ, რომ შეუძლებელი იყოს ტრაგედიის მონაწილე პირების იდენტიფიცირება და ძველი სახით გავრცელებული ახალი ამბის ინტერნეტში მოძიება.

 


მედია უნდა ეცადოს, რომ ასეთი მძიმე შემთხვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას თუნდაც უნებლიედ რისკის ქვეშ არ დააყენოს ბავშვები.

 


ქარტია ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ანონიმურობა შეუნარჩუნოს არა მხოლოდ ბრალდებულს, არამედ მსხვერპლსაც.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მადლობას უხდის იმ მედიასაშუალებებს, რომლებმაც გაითვალისწინეს ადამიანებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე და ინფორმაცია როგორც მსხვერპლის, ისე ბრალდებულის იდენტიფიცირების გარეშე გაავრცელეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42