ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 მაისს ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) დირექტორის თანამდებობიდან ჯეიმს კომი გადააყენა. აშშ-ში უკვე დაიწყო ახალი დირექტორის შერჩევის პროცესი, რომელსაც გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი და მისი მოადგილე როდ როზენშტეინი უძღვებიან.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის თერთმეტმა კანდიდატმა უკვე გაიარა გასაუბრება, მათ შორისაა საგამოძიებო ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის მოადგილე ენდრიუ მაკკეიბი.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნშნული თანამდებობის დაკავების ყველაზე დიდი შანსი რესპუბლიკელი სენატორი ჯონ კორნინის აქვს. კორნინი პროფესიით იურისტია და 1999-2002 წლებში ტეხასის შტატის მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მის მიერ გადაყენებული FBI-ის დირექტორი ჯეიმს კომი "ტვიტერის" მეშვეობით სასტიკად გააფრთხილა, რომ არ მოხდეს მისი მხრიდან საიდუმლო ინფორმაციის პრესაში გაჟონვა.
მასალის გამოყენების პირობები






