ტრამპმა პუტინს ლავროვის პირით ულტიმატუმები შეუთვალა - ექსპერტი
მსოფლიო - 14:49, 12 May, 2017     25489
რუსეთი, ისევე როგორც მისი წინამორბედი საბჭოთა კავშირი, მორიგ ცივ ომში მარცხდება, ასეთი დასკვნა გამოაქვს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის შემდეგ ექსპერტს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ანდრეი ზუბოვს. ცივი ომი, როგოც ექსპერტი აცხადებს, თავად პუტინმა დაიწყო, უკრაინასა და სირიაში მისი აგრესიული პოლიტიკის შედეგად.

მოლაპარაკებების შემდეგ პრეზიდენტ ტრამპისა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული განცხადებები დიპლომატიური ენის მცოდნე ადამიანისათვის ცხადყოფს, რომ ტრამპმა პუტინს გარკვეულწილად ულტიმატუმები წაუყენა, რომელიც ორ მთავარ თემას - სირიასა და უკრაინას შეეხება, - მიიჩნევს ექსპერტი.

ტრამპის მოთხოვნით, რუსეთმა სირიაში უნდა "დააშოშმინოს" როგორც ბაშარ ასადი, ასევე ირანის გავლენის ქვეშ მყოფი "ჰესბოლა", რაც გახდება ქვეყანაში სისხლისღვრის შეწყვეტის წინაპირობა. აშშ-ს არ აწყობს მის სტრატეგიულ პარტნიორ, ისრაელის საზღვართან ასადის ხელისუფლება და მისი მოკავშირე "ჰესბოლა".

რაც შეეხება უკრაინას, როგორც ტრამპმა, ასევე ტაილერსონმა უპირობო განცხადება გააკეთეს - რუსეთს სანქციები მოეხსნება მაშინ, როდესაც ის მოხსნის სანქციების დაწესების მიზეზებს.

სირიის ავიაბაზისა და ავღანელი ტერორისტების დაბომბვით, ჩრდილოეთ კორეის კრიზისთან დაკავშირებული მკაცრი პოლიტიკით ტრამპი მკაფიო განცხადებას აკეთებს მთელი მსოფლიოსა და განსაკუთრებით კრემლისთვის - სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთი ზესახელმწიფო და სუსტი ეკონომიკის მქონე და ტექნოლოგიურად ცამორჩენილ რუსეთს ადრე თუ გვიან ამასთან შეგუება მოუწევს.

თავად ტრამპისთვის, რომლის ხალხის რუს ჩინოვნიკებთან კავშირზე ამდენი იწერება, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკას დაანახოს განსხვავება მასსა და ობამას შორის - აშშ-ს კონგრესი მხარს დაუჭერს პრინციპულ და მკვეთრი პოზიციის ქონე და არა პუტინთან დათმობებზე წამსვლელ პრეზიდენტს.

"პუტინს არ შეუძლია მართოს ქვეყანა, რომელიც იზოლაციაშია და რომლის ეკონომიკაც ჩამონგრევის პირასაა მისული, ხოლო ტრამპს არ უნდა მართოს ქვეყენა ობამას სტილში," - წერს ექსპერტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42