მაკრონმა დეპუტატობის კანდიდატები ელექტრონული ფოსტით შეარჩია
მსოფლიო - 13:39, 12 May, 2017     1843
საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის პარტიამ En Marche !-მ ზაფხულში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის 428 დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა, ემანუელ მაკრონი ამ რიცხვის გაზრდას 577-მდე აპირებს, სწორედ იმ რაოდენობამდე, რამდენი დეპუტატიცაა საკანონმდებლო ორგანოში. მოქმედი დეპუტატებიდან საიში მხოლოდ 24 ადამიანი მოხვდა, ყველა მათგანი წინა არჩევნებზე ფრანსუა ოლანდის „სოციალისტური პარტიიდან“ იქნა არჩეული.

როგორც En Marche !-ს გენერალურმა მდივანმა რიშარ ფარანმა განაცხადა, კანდიდატების 52% სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია, 428 -ის ზუსტი ნახევარი, 214 კი ქალია.

იმის გამო რომ მაკრონს შარშანდელ წლამდე თავისი პარტია არ ჰყავდა, მან კანდიდატების შერჩევისას მაქსიმალურად ინტერაქტიული მეთოდი გამოიყენა. მისმა მოძრაობამ დეპუტატობის მსურველთა 19 000-მდე რეზიუმე მიიღო (მათი უმრავლესობა ელექტრონულ ფოსტაზე) და ჩაატარა მილიონზე მეტი სატელეფონო გასაუბრება.

„ეს არის პოლიტიკური ცხოვრების შუაგულში მოქალაქეების გადამწყვეტი დაბრუნება.“ - განაცხადა მოქალქეების ენთუზიაზმით გახარებულმა ფერანმა.

კანდიდატების საშუალო ასაკი 46 წელის, შედარებისთვის, ახლანდელი პარლამენტის დეპუტატთა საშუალო ასაკი 60 წელია. მაკრონის პარტიის პოტენციური დეპუტატებიდან ყველაზე ახალგაზრდა 24 წლისაა, ყველაზე უფროსი კი 72-ის, განმცხადებლებიდან 10 უმუშევარია, 5 -პენსიონერი, რამდენიმე კი მოქმედი სტუდენტი.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ მანუელ ვალსს, რომელსაც ამავე პარტიის კანდიდატობა სურდა, უარი ეთქვა იმის გამო, რომ მან საკანონმდებლო ორგანოში 3 ვადა გაატარა. მაკრონის პარტიის ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნა კი ახალი პოლიტიკური სახეებია.

„ის რომ კანდიდატების ნახევარზე მეტს აქამდე პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაკრონის გააზრებული ნაბიჯია, ისევე როგორც გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა“- განაცხადა რიჩარდ ფერანმა.

კანდიდატებს შორისაა პოლიციის ელიტური დანაყოფის მეთაური, რომელიც 2015 წლის პარიზის ტერაქტების დროს ჯიჰადისტების გამოვლენის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. კორპორატიული სამართალწარმოების იურისტი, ფერმერი, სკოლის დირექტორი, იუსტიციის მინისტრის საზოგადოებრივი მრჩეველი და სხვა.

არჩევნები 11 და 18 ივნისსაა დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42