EBRD-ის საქართველოსთან მუშაობა ძალიან უადვილდება, მათ შორის, ახალი ინვესტორების შემოყვანის კუთხით- სერ სუმა ჩაკრაბარტი
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:44, 11 May, 2017     1873
„ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ურთიერთობას სამაგალითო,“ - განაცხადა ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრაზე, რომელიც კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობა საქართველოში. მისი თქმით, ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. პირველმა ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკის თანამშრომლობა და ფინანსური კონსტრიბუცია მომავალ წლებში გაიზრდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ასევე, ვრცლად ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში ბანკის სტრატეგია თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ურთიერთობა და თანამშრომლობა საქართველოსთან, რაც დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ჩვენი შემდგომი სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან. გასულ წელს, ჩვენ 250 მლნ აშშ დოლარით დავაფინანსეთ საქართველოს ეკონომიკა. მომავალში კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას ვაპირებთ,“ - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. მისი თქმით, ბანკს საქართველოსთან მუშაობა ძალიან უადვილდება, მათ შორის, ახალი ინვესტორების შემოყვანის კუთხით.

შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, კაპიტალის ბაზრისა და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ცალკეული მიმართულებების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42