„ამას აბსოლუტურად უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებად ვთვლი. ჩვეულებრივ, ასეთი გადაწყვეტილებები ჩნდება ისეთი ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიმართულია საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, მე საქართველოში ვიყავი, როგორც ტურისტი, ტურისტულ ჯგუფში, ჩვენი მგზავრობა გაფორმებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით“ - განაცხადა ლუჟკოვმა.
შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი, რომელიც თავის დროზე ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტების გამო, არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული, საქართველოშიწინა კვირას გამოჩნდა.
მწვავე პოლიტიკური შეფასებების მიზეზი ხდება ის განცხადებაც, რომელიც ლუჟკოვმა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით გააკეთა: „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოშორების შემდეგ საქართველო უკეთ იგრძნობს თავს."
აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა
"ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა"- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






