„ დონალდ ტრამპი - რუსეთისგან საქართველ ოსდამცველი” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Le Monde აქვეყნებს და აღნიშნული კანონპროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს, თანაც აღნიშნავს, რომ საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისთვის არც ბუშისა და არც ობამას ადმინისტრაციებს ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუციათ.
„ვაშინგტონში მიღებულ ბიუჯეტის 700-გვერდიან დოკუმენტში ნახსენებია ამერიკიდან ასე შორეული საქართველოც. შესაძლოა, მოსკოვბმა ეს ტექსტი ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთ არაორდინალურ ნაბიჯად შეაფასოს, რომლის კრემლის გაოცებას არ წყვეტს.
ტექსტში, რომელიც დეტალურ რეკომენდაციებს აძლევს ამერიკის ფედერალურ უწყებებს, ნახსენებია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. შესაბამისად, კანონდმებლობა კრძალავს ნებისმიერი სახის პროექტის დაფინანსებას თუ მხარდაჭერას, რომელიც აღიარებს ოკუპაციასა და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს აკრძალვა ეხება სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობას ან აწარმოებენ რაიმე სახის დიპლომატიურ ურთიერთობას, რუსეთს , ვენესუელასა და კიდევ რამდენიმე ჯუჯა სახელწმიფოს.
დოკუმენტს, რომელიც ამერიკის კონგრესმა და წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცეს, დონალდ ტრამპმა ხელი 6 მაისს მოაწერა. და ეს ხდება იმ პრეზიდენტის მიერ, რომელიც, თითქოს თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, კრემლთან ყირიმის შესაძლო აღიარების საკითხის განსახილველადაც კი მზად იყო. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. არც ჯორჯს ბუშის და არც ბარაკ ობამას ადმინისტრაციას, ამ ორ ქვეყანაში რუსეთის სამხედრო მოქმედებებისთვის არც ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუციათ" - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






