ათონელი ბერები მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებაზე უარს ამბობენ
რელიგია - 09:54, 11 May, 2017     15017
იმ ბერების რიცხვმა, რომლებიც არ ეთანხმებიან კრეტის კრების გადაწყვეტილებებს და კონსტანტინოპოლის ეკუმენურ პოლიტიკას, 100-ს გადააჭარბა. ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს სენაკის ნებაყოფლობით დატოვებაზე, ამიტომ მათი გაძევება ათონიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდება, რაც დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს მართლმადიდებელ სამყაროში.

კრეტის მსოფლიო კრებას ათონიდან სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა. კრების წინ წმინდა მთის ზოგიერთი მონასტერი და წმინდა კინოტი კრებაზე განსახილველი დოკუმენტების კრიტიკით გამოვიდნენ. კრების დასრულების შემდეგ კი 50-ზე მეტმა განდეგილმა ბერმა (მათ შორის ავტორიტეტული ბერდიდი გაბრიელ კარეელი) კინოტისადმი (კინოტი ათონის მმართველობის ორგანოა) და ათონის მონასტრების იღუმენებისადმი გაგზავნილ ღია წერილში "წმინდა დიდ კრებას" "ავაზაკთა" და "ანტიმართლმადიდებლური" კრება უწოდეს და ყველას მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება.

ბერებმა მოუწოდეს კინოტს, მოეწვიათ წმინდა სინაქსისი (კრება) ერთადერთი თემის განსახილველად - რათა დაეგმოთ კრეტის კრების ტექსტები. წერილში ხაზგასმული იყო, რომ ბერებმა შეისწავლეს ე.წ. "წმინდა და დიდი კრების ტექსტები, აგრეთვე ცნობილი ღვთისმეტყველებისა და იერარქების პასუხები... დასკვნა ის არის, რომ კრება იყო ანტიმართლმადიდებლური, ავაზაკური და ერეტიკული".

მიმართვის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ კრებამ "ახლებური მიდგომები დაამკვიდრა პრაქტიკაში", არ შეკრიბა ყველა ეპისკოპოსი და დაარღვია მართლმადიდებლური კრებითობა, გამოიყენა ანტიმართლმადიდბელური მეთოდები. "მართლმადიდებელ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, დამალული იყო წინასაკრებო პროცესის გადაწყვეტილებები" - აღნიშნავდნენ წერილის ავტორები.

ათონელებმა განაცხადეს, რომ კრებამ ოფიციალურად ყველა დონეზე დააკანონა ეკუმენიზმის ერესი, სხვა ერესებმა კი "ბოლოსდა ბოლოს მიაღწიეს მიზანს - სექტების ეკლესიებად აღიარებას", ანუ "პაპიზმი და სხვა ერეტიკული მიმდინარეობები მოიხსენიეს ეკლესიებად და არა ერესად". წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ კრებამ უგულველჰყო ბერობის როლი, განსაკუთრებით კი ათონის წმინდა მთის დამოკიდებულება პაპიზმისა და ეკუმენიზმისადმი.

"ამიტომ გთხოვთ და მოველით, რომ განიხილავთ ამას, როგორც თქვენს სულიერ მოვალეობას და მოიწვევთ საგანგებო ორმაგ სინაქსისს, რათა ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ამ კრებას ერეტიკოსთა, არაკანონიკური და ავაზაკთა კრება ეწოდოს" - ნათქვამია წერილში.

ბერები ამბობდნენ, რომ თუ კინოტი ამას არ იზამს, მაშინ ისინი იძულებულნი იქნებიან თავად იმოქმედონ და შეწყვიტონ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.

ღია წერილს ხელი მოაწერეს დიდი ლავრის, ვათოპედის, ქილანდარის, ყუთლუმუშის, სტავრონიკიტას, ფილოთეოსის მონასტრების ბერები, აგრეთვე კარეესის, კაფსალის და სხვადასხვა სკიტებში მოღვაწე ბერები.



წყარო: http://www.vimaorthodoxias.gr/ . კარიბჭე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42