მუშათა სასაკლაო საქართველოში - შრომა სიცოცხლის ფასად და შემაშფოთებელი სტატისტიკა
პოზიცია - 14:40, 10 May, 2017     4392
საქართველოში სამუშაო ობიექტებზე უსაფრთხოების ზომების დაუცველობის გამო მუშების გარდაცვალებისა და ტრავმირების ფაქტები დღითიდღე მატულობს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2011-2016 წლის ივნისის ჩათვლით საწარმოო შემთხვევების შედეგად 724 დაშავდა და დაიღუპა 252 ადამიანი.

მარტო მიმდინარე წელს, საქართველოში საწარმოო შემთხვევების გამო, 40 ადამიანი გარდაიცვალა.

საგანგაშოა ტყიბულის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვიც - 24 გარდაცვლილი, 19 კი დაშავებული.

უბედური შემთხვევით დასრულდა მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ მომხდარი შემთხვევაც. როგორც ცნობილია, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, მაღაროს 4 თანამშრომელი შახტში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. საშახტო აწევის ზეინკლების: ალეკო ჭელიშვილის, ვიქტორ დაღუნდარიძის, გიზო გუბელიძისა და გიზო კუბლაშვილის ცხედრები სამაშველო სამსახურებმა 12 საათიანი ძებნის შემდეგ, დილის 6 საათზე 400 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანა.

ალეკო ჭელიშვილი 2010 წლიდან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირის კომიტეტის წევრი და ამავე დროს მისი დამფუძნებელი იყო. ამავე ორგანიზაციის წევრი იყო ვიქტორ დაღუნდარიძეც. როგორც პროფკავშირებში, წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, - მინდელის სახელობის მაღაროში შრომის დაცვის ნორმების დარღვევა იკვეთება.

დარგობრივი პროფკავშირის განცხადებით, გუშინ მომხდარი ტრაგიკული ფაქტი 2010 წლის შემდეგ ყველაზე მძიმე ჯგუფური შემთხვევაა და „მასში ბრალი მიუძღვის ყველას, ვინც დღემდე უშლის ხელს შრომის ინსპექციის შექმნას და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 176-ე კონვენციის რატიფიცირებას“.

პროფკავშირის წარმომადგენლები ყურადღებას ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ინსპექციის არარსებობაზე ამახვილებენ.

„ეს არის იმ დოქტრინის ბრალი, რომელსაც თავს გვახვევენ, რომ თუ შრომის უსაფრთხოების ნორმებს დაიცავს კომპანია, ბიზნესს ზარალი მიადგება „- განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევებსა და მუშების გარდაცვალების შემაშფოთებელ სტატისტიკაზე არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ და ხელისუფლებას მშენებლობებზე, ასევე ქვანახშირის მოპოვების საწარმოებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპერირების დეპარტამენტში ირწმუნებიან, რომ მათი მოვალეობა, ამ ეტაპზე, მხოლოდ რეკომენდაციაა და, კომპანიის ნებართვის გარეშე, სამუშაო ობიექტების უსაფრთხოების შეფასება არ შეუძლიათ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორი.

ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, შახტში მომხდარი უბედური შემთხვევისას გარდაცვლილთა ოჯახებს კომპანია კომპენსაციას გაუწევს.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები უბედური შემთხვევის ადგილს ამ წუთებშიც სწავლობენ. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, აღნიშნავს, რომ დასკვნა მომზადდება, რამდენად იყო დაცული შახტაში შრომის უსაფრთხოების კუთხით ნორმები. მისი თქმით, პირველადი დათვალიერების შედეგად საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია.

ტყიბულში მომხდარს ომბუდსმენის მხრიდან ძალიან მძაფრი შეფასება მოჰყვა:

„ვინც ეწინააღმდეგება ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას, მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თქვენ ხართ მკვლელები" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას ადგილზე აკვირდებოდნენ მთავრობის წევრები. ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია პირობას დებს, რომ „დაისჯება ყველა ის პირი, ვისი წვლილიც დადასტურდება".

საქართელოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ კი აღიარა, რომ „მაღალი რისკის ობიექტებზე რაღაცაა მოსაფიქრებელი“.

მუშების დაღუპვას პრეზიდენტი გუშინვე გამოეხმაურა. ხელისუფლების ძალისხმევა უნდა მიიმართოს შრომის უსაფრთხოების წესების დახვეწისა და მათი აღსრულების უმკაცრესი კონტროლისაკენ" - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

უბედურ შემთხვევაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაც ცნობილია. კვირიკაშვილი ტრაგედიას აშშ-დან გამოეხმაურა. პრემიერი მეშახტეთა ოჯახებს თანადგომას უცხადებს და აცხადებს, რომ - მინდელის შახტში იმუშავებენ შესაბამისი ჯგუფები, რათა უსწრაფესად დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი.

ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია თბილისში აქციით გააპროტესტს. „აუდიტორია 115-ის“ წევრები შეძახილებით - „ასე ცხოვრება აღარ შეიძლება!" დედაქალაქის მთავარი გამზირის გადაკეტვას შეეცადნენ. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლის. საბოლოოდ სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, რომლებიც დღეს სასამართლომ გაათავისუფლა.

შემზარავი ტრაგედიის შემდეგ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და საზოგადოება გამოძიებისგან ელოდება პასუხს მთავარ კითხვაზე: - იყო თუ არა დაცული უასფრთხოების ნორმები ინციდენტის ადგილზე და ვინ არის პასუხისმგებელი მაღაროელების დაღუპვაზე?!






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42