თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებით, ტრამპმა აღნიშNული გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის ჯეფსეშენსის რეკომენდაციით მიიღო.
"გამოძიების ფედერალური ბიურო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, და დღევანდელი დღე გახდება ახალი საწყისი ჩვენი სამართალდამცავი სისტემის მთავარი სიამაყისათვის"- განაცხადა ტრამპმა.
კომი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რუსეთთან კავშირებს გამოძიებას ხელმძღვანელობდა.
FBI-სადმი გაგზავნი წერილში ტრამპი აღნიშნავს, რომ "მას არ შეუძლია ბიუროს ეფექტური მართვა".
მოულოდნელი გდაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთი კვირის წინ კონგრესში, ჰილარი კლინტონის წერილებზე არასწორი მონაცემები მოიყვანა. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებაში ჰილარი კლინტონმა, სწორედ კომის დასდო ბრალი.
გათავისულების შესახებ თავად კომიმ, ლოს ანჯელესში, FBI-ს ახალ თანამშრომლებთან შეხვედრისას გაიგო. სიტყვით გამოსვლისას მისმა ერთერთმა თანაშემწემ ფურცელი გადასცა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ის გათავისუფლებულია. კომიმ აღნიშნული ინფორმაცია აუდიტორიასაც აცნობა.
ჰილარი კლინტონის ელექტრონული ფოსტის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე კომიმ განცხადება რამდენჯერმე გააკეთა. წინასაპრეზიდენტო მარათონისას, FBI-მ განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ გამოძიება დაიწყო, რამაც კლინტონის თქმით, არჩევნების შედეგებზე იქონია გავლენა.
გასულ კვირას, კომიმ სენატში განაცხადა, რომ კლინტონის მთავარმა თანაშემწემ, ჰუმა აბედინმა "ასობით და ათასობით" საიდუმლო წერილი გადაუგზავნა თავის ქმარს, რომელიც სახელმწიფოებრივ ინფორმაციას შეიცავდა. თუმცა, ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ საქმე ეხებოდა მხოლოდ რამდენიმე და ისიც არასაიდუმლო შინაარსის წერილს.
მასალის გამოყენების პირობები






