სამხრეთ კორეაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ლიბერალი მუნ ჩე ინი ლიდერობს. წინასწარი მონაცემების თანახმად, მას ამომრჩეველთა 41.4%-მა მისცა ხმა, მის ძირითად კონკურენტ კონსერვატორ ხონ ჩუნ ფხეს კი 23.3%-მა.
„დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჩრდილოეთ კორეასთან დიალოგის და სამხრეთ კორეის პოლიტიკის შეცვლის მომხრეა.
ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ექსპრეზიდენტ პაკ კინ ხეს იმპიჩმენტისა და ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემდეგ დაინიშნა.
სამხრეთ კორეაში პოლიტიკური კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტისთვის განცხადებებს მისი მეგობარი ჩხვე სუნ სილი წერდა. გამოძიების თანახმად, ის სამხრეთ კორეის სახელმწიფო საქმეებში ერეოდა და პრეზიდენტთან ახლო კავშირს საკუთარი ფინანსური სარგებლისთვის იყენებდა.
მარტის დასაწყისში, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტის პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტს.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, პრეზიდენტმა ნამდვილად მისცა მის ახლო მეგობარსა და მრჩეველს სახელმწიფო საქმეებში ჩარევის უფლება და მისი კორუფციულ საქმიანობას დააფარა ხელი. ჩხვე სუნ სილი დაკავებულია, თავად პრეზიდენტმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.სამხრეთ კორეის სასამართლომ კი მისი დაკავების ორდერი გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






