საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს პირველ პირებთან გამართული შეხვედრა შეაჯამა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე
ძალიან მკაფიო გზავნილები მიიღო.
"პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მიმართ მხარდაჭერის თაობაზე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის, სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. აშშ საქართველოს მთავარი პარტნიორია და გააგრძელებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას და ეს უღრთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერმა მაიკ პენსთან შეხვედრაც შეაფასა. მისი თქმით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული 25 წლის ურთიერთობებ შეაჯამეს.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ჩვენ ვზეიმობთ ურთიერთობებიეს 25 წლის იუბილეს და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. ჩვენ მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სთან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების კუთხით. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით. ეს არის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარება, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო"- თქვა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






